V

664 46 9
                                    

სახლში მივედი. უზარმაზარი 2 სართულიანი სახლი ისე იყო ჩაბნელებული ძლივს გავარჩიე მისი არსებობა. აშკარაა შიგნით არავინაა. სახლის კარი გავაღე და ყველგან შუქები ავაბრდღვიალე.

მეორე სართულზე ავედი ჩემს საძინებელში შესავლელად. კიბეებს რომ აათავებ პირველივე კარი ადრიანის საძინებლისაა, მეორე კი ჩემი. ბოლო საფეხურს გადავაბაჯე და შავი კარის წინ დავდექი. წინ და უკან ვიარე და ბოლოს მივაკაკუნე, იმ იმედით, რომ ვინმე პასუხს გამცემდა. ორჯერ დავაკაკუნე და შემდეგ შევაღე. საწოლი იდეალურად იყო გადასწორებული. სახლში არ მოსულა.

ჩემს ოთახში შევედი, ვიბანავე და დავწექი.

1 საათის შემდეგ.

_ანტონიო, ადრიანი შენთანაა? - ვერაფრით მოვისვენე და ადრიანის ხმაკაცს დავურეკე.

_კი... მგონი...

_სად ხართ?

_ამმ... თვითონ თუ არ უთქვამს?-

_ანტონიო, სად ხართ?! - ეს ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე კითხვას.

_კლუბში. - ისე გავბრაზდი, ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე და ხელები ამიკანკალდა. გავთიშე და ტელეფონი უგზო უკვლოდ მოვისროლე. ხელები დავიმასაჟე და დავიზილე. თავი ბალიშზე დავდე, მერე ავწიე და გადავრეკე.

_ელა, მოემზადე 1 საათში გამოგივლი.

_რაა?- გავაღვიძე.

_კლუბში მივდივართ.

_იზ, გაგიჟდი? რომელი საათია იცი?

_10.

_მერე?

_კარგი, თუ არ მოდიხარ მარტო წავალ.

_მოიცა, მოიცა! წამოვალ კარგი. - გავუთიშე და გავემზადე. ელას სახლთან მივაკითხე.

_იზ, რატომ გადაწყვიტე ასე მოულოდნელად კლუბში წასვლა?

_ადრიანიც იქ არის! ცოლი ყავს და კლუბში მიდის მარტო ძმაკაცთან ერთად გასართობად და ღმერთმა იცის როგორ გასართობად! - მანქანა არ დამიძრავს.

თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now