IX

713 53 11
                                    

ადრიანის მოტანილი ჩანთა შევამოწმე და ჩემი რამდენიმე წიგნი აღმოვაჩინე. მოწყენილი და მარტო ვიყავი ამიტომაც კითხვა დავიწყე. საათნახევარში ადრიანი შემოვიდა.

_როგორ ხარ? - მკითხა და გვერდით დამიჯდა.

_კარგად. - წიგნიდან თვალები არ მომიშორებია.

_რას კითხულობ ასე გულმოდგინედ? - მკითხა და წიგნში ჩახედვა ცადა, მაგრამ მივიხუტე და საშუალება არ მივეცი.

_რას მალავ? - წიგნს ჩაეჭიდა და ხელიდან გამომართვა. გადაშალა და თვალი გადაავლო. მე ამომხედა დაბნეული სახით. ცოტა შევწითლდი, სახეზე მხურვალება ვიგრძენი. - ვაუ, საინტერესო გემოვნება გაქვს.

_ეგრე არაა. რომანტიული ჟანრია და უხდება ეგეთი სცენები. - გავიბუსე და ხელები გადავაჯვარედინე.

_კაი... - კისკით მითხრა, წიგნი კალთაზე დამიდო და შუბლზე მაკოცა. - დაისვენე, მე გავალ. - მითხრა და გასასვლელად გატრიალდა.

_არ გახვიდე... - გაკვირვებული სახით შემომხედა. - მარტო მოვიწყინე. ვილაპარაკოთ. - წიგნი ტუმბოზე გადავდე და გვერდულად, სავარძლისკენ დავწექი, იმის იმედით რომ იქ დაჯდებოდა. მაგრამ გვერდით მომიწვა.

_რას აკეთებ?

_ასეთი რაღაცები ხომ მოგწონს? ეგეთი სცენა არ იყო წიგნში? "გვერდით მიუწვა, თმაზე მოეფერა, - ყველაფერს რასასც ამბობდა პარალელურად აკეთებდა. - თვალებში ჩახედა, ხელზე აკოცა, შემდეგ შუბლზე, შემდეგ წითელ ტუჩებზე." - შუბლზე მაკოცა და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა. იმდენად ახლოს მოიწია, რომ მისი სუნთქვა ტუჩებზე მელამუნებოდა. თავი აწია და ჩემს ზევით მოექცა ნახევრად. თავი მარცხნივ გადაიწია, შემდეგ მარჯვნივ და ტუჩებზე უნდა მომდებოდა, რომ თავი გავატრიალე. არ შეჩერდა, ლოყაზე მაკოცა და დაწვა.

_რა ხდება? - მკითხა უემოციოდ. მაგრამ აჩქარებულმა სუნთქვამ გაყიდა.

_არ მინდა ჩემი პირველი კოცნა საავადმყოფოში. - გავუღიმე. გავუღიმე ძალით. თვალები გადაატრიალა და ზურგზე დაწვა. ხელი თავის ქვეშ ამომიდო და მკერდზე მიმიხუტა. ასე 2 საათი ვიწექით და ვლაპარაკობდით. ჩამეძინა და ვერც გავიგე როგორ გავიდა.

თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now