IV

674 45 8
                                    

დღეს არ წვიმს, არც მოღრუბლულობაა. მზე ანათებს.  წესით, როგორც ფილმებში ხდება, უნდა წვიმდეს, ყველას შავი ქოლგები გვეჭიროს და ვტიროდეთ, რადგან დღეს მამაჩემის დასაფლავებაა.

რეალურად, ყველა მწვანე მინდორზე ვდგავართ, ჭადრის ხის ქვეშ მამაჩემის საფლავის ქვასთან და სევდა გვაწვება. ცრემლებს ვყლაპავთ, რადგან არ უნდოდა მის დასაფლავებაზე ვინმეს ეტირა, მით უმეტეს მის ქალიშვილს. სულ მეუბნებოდა, როცა წავალ ცას ახედე და გამიღიმე, აუცილებლად დაგინახავო.

ცრემლებს ვიკავებ და ამიტომ ხელები მიკანკალებს. მამაჩემი ჩემთვის ყველაფერი იყო, დედა, და-ძმა, გამგები, ჩემი თანატოლი მეგობარი ვინც ყოველთვის მაკლდა. მეამაყებოდა რომ მის გვარს ვატარებდი და მისი ქალიშვილი მერქვა.

საფლავის წინ მე ვდგავარ, ჩემს გვერდით ადრიანი უკან კი დანარჩენი მისი ნაცნობები. ყველა ცდილობს არ იტიროს, ან არ შეიმჩნიოს.

დასაფლავება დასრულდა. ყველა წავიდა, ადრიანმა გააცილა. მარტლ დავრჩი საფლავის წინ.

_მამა, რატომ არ დამემშვიდობე? ჩემი ბრალია, არ უნდა წავსულიყავი. მაპატიე, კარგი? ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც შეგპირდი, როგორც შენ გინდოდა. ხანდახან, თუ მოგენატრები, შეგიძლია წვიმის სახით მოხვიდე. მივხვდები, რომ შენ ხარ. მაპატიე, რომ ვერ დაგემშვიდობე. მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხნიანი პაუზაა... მალე, თავის დროზე მეც მოვალ და უსასრულოდ ერთად ვიქნებით. მიყვარხარ, კარგი? - დავიხარე, საფლავის ქვას ხელი გადავუსვი და გავიღიმე.

_სახლში მიდიხარ? - მკითხა ადრიანმა.

_კი. - წამოვდექი.

_გაგიყვან.

_არ არის საჭირო.

_იზაბელა, გთხოვ.

_კარგი. მამაჩემის სახლში წამიყვანე.

_როგორც იტყვი. - მანქანაში ჩავჯექი და ისიც საჭესთან დაჯდა.

თეთრი ტიტებიWhere stories live. Discover now