წარსული-შენი ბნელი მოთამაშეა.
საღამოს სამი საათია,თვალებს ვახელ და ნელნელა მეორე სართულიდან პირველზე სირბილით ჩავდივარ.ვიღაც ბოხი ხმით მიხმობს და ცდილობს შველა მთხოვოს,შიშისგან სულ ვკანკალებ,მაგრამ მაინც მივებივარ ხმისკენ,რაღაც მაკავებს ჯანდაბა,ვცდილობ მისაღებ ოთახში შევდი მაგრამ ზედმეტად ბნელა.რავქნა?!ვუშველო?თუ უბრალოდ ავტრიალდე?ახხ,რაღაცა ხელს მკრავს და მიჯიკებს შევიდე,ძირს ვეცემი,სიბნელეში ხელებს ვაფათურებ იქნებ ვიპოვო ის ადამიანი ვინც მეძახის,მაგრამ ადამიანის ნაცვლად რაღაც სველს ვეხები,იატაკი სველია?არჩანს სიბნელეა,მოულოდნელად სინათლე ინთება და ჩემს წინ მწოლიარე ადამიანის სხეული გდია,მარცხენა მხარეს ბიჭია რომელიც ჯერ კიდევ ლაპარაკობს და თან ჩემს სახელს იძახის: ლეა,მიშველე!დამეხმარე გთხოვ!..ხელს მიწვდის რომ მოვკიდო არვიცი რა ვქნა,ჩემს წინ მწოლიარე ადამიანს პულს ვუსინჯავ,გულის ცემა აქვს ანუ ცოცხალია,მაგრამ რა ვქნა რომელი გადავარჩინო?!ინსტიქტურად ბიჭისკენ წავედი და ხელი მოვკიდე,მან გამიღიმა და ხელი ჩამჭიდა.ვცდილობდი ხელი ჭრილობაზე დამედო მაგრამ არ ჩერდებოდა,მოულოდნელად სისხლმა ფერი იცვალა და შავი სითხე წამოვიდა,ჯანდაბა ეს რა არის?მოხუცმა კაცმა თავი აწია ნელ-ნელა და თვალებში ჩამხედა-შენ გამწირე სასიკვდილოდ!შენი ბრალია რომ მე მოვკდვი,შენს ნამუსზე იყოს ჩემი სიკვდილი!-და უცბად თავი ძირს დადო,ნუთუ მე მოვკალი?ჩავფიქრდი მაგრამ არსაიდან ისევ ჩემი სახელის ხმა ისმის.
-ლეა?!გაიღვიძე!-თვალებს ნელა ვახელ და ვხედავ გაფითრებულ დედას რომელიც მანჯღრევს
-კარგად ვარ დედა-ხელს ვკიდებ და ვუღიმი
-სარკეში ჩაიხედე?!მალე ჩაიხედე ლეა!-ხელს უხეშად იშორებს და სარკისკენ მანიშნებს
-კარგი ჰო! რა ჯანდაბა გეტაკა!-თეთრ ფარდას ვაშორებ სარკეს და საკუთარ თავს ვუყურებ
-ხედავ?!-დედა მოდის და ხელებზე მანიშნებს
-შავი სისხლი?!-სახე მეცვლება როცა სარკეს ვაკვირდები-კი მაგრამ,საიდან??-თავისან ვიხედები სარკეში, სადაც სხეულის ყველა ნაწილი დაკაწრულია
-შენ,შენ უქენი ეს იმ კაცს?!შენ უქენი ეს შენს თავსსს?!-დედა ყვირილზე გადავიდა
-ინგა გეყოფა!არაფერი მიქნია მე-შავად შეღებილი ხელები,ინგას მკლავებზე ჩავავლე და შევაჯღრიე
-შენ უქენი!შენ იმ კაცის მკვლელი ხარ!-ხელებში სიცარიელეს ვგრძნობ,ნუთუ ინგა გაქრა?!
-დედაააა!ინგააა სად ხარრ?!-ვცდილობ დავიყვირო,მაგრამ ვერ ვყვირი,თვალებს ვახელ და უცბად ვხტები
-ლეა?!-დედას როგორცკი ვხედავ ეგრევე ხელებს ვხვევ
-დედა,გეფიცები!მე არ მომიკლავს ის კაცი,მე არ ვყოფილვარ!-ტირილნარევი ხმით ვეუბნები და რაც შეიძლება ძლიერად ვეხვევი
-რამოხდა,შვილო?-სახეზე ხელები დამადო და მიყურებდა
-მე,მე არ მომიკლავს!გესმის?მე არ მომიკლავს დედა-ინგას ვეხვევი და ვსლუკუნებ
-ვინ შვილო?ვიზე ლაპარაკობ?-გაოგნებული იყურებოდა ჩემსკენ
-ის კაცი,გეფიცები მინდოდა დახმარება,მაგრამ გვიანი იყო!-ცრემლებს ვიწმენდდი თან ინგას ვუყურებდი
-დაწყნარდი ლეა,დედა აქ არის-ლოგინში ჩამიწვა და თავი მკერდზე დამადებინა
-მადლობა!-ინგა თმაზე მეფერებოდა,თვალები სიამოვნებისგან მიმენაბა და ნელ-ნელა ღრმა ძილში წავედი.______
ჰო 401 სიტყვა ვფიქრობ ამ შუაღამეს საკმარისია,გაგრძელება იქნება💅🏼
YOU ARE READING
წყვდიადის გვირილა
Romanceკიტა დათიაშვილი,ბიჭი რომელიც ვერ იაზრებს ცხოვრების არსს.მისთვის ყველაფერი სულერთია,სანამ იურისტ გოგონას ლეა ახვლედიანს შეხვდება.მათი ქიმია დიდ ატომურ ბომბად იქცევა,როცა ნელ-ნელა მათი ბნელი საიდუმლოებები ამოტივტივდება ფსკერზე.