გოგონა მძიმედ განიცდიდა შვილის ამბავს,ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ კიტა ვერაფერს აკეთებდა ლეასთვის,უყურებდა საყვარელ ქალს,მგლოვიარეს და ვერ შველიდა,ისიც შვილმკვდარი მამა იყო,განა მას არ სტკიოდა?!არა დარდს გულში იკლავდა,ლეო ცდილობდა ლეას გამხიარულებას,მაგრამ უშედეგოდ,მარი ბავშვებს აქეთ იქით არბენინებდა იქნებ ლეა აზრზე მოეყვანა...
-ლეა,გთხოვ!უკვე კვირეებია ასე ხარ...-მარიამმა დაიწუწუნა
-რავქნა?განა მე არ მინდა ვუშველო ჩემს თავს?-გოგონამ ამოიგმინა,ჩასიებული თვალები მოისრისა და გაიზმორა
-მალე ახალი წელია...-ცდილობდა ნელ ნელა შეეპარებინა მათი გეგმები
-ჩემთვის,გლოვის წელია უფრო-გაეცინა ლეას
-იქნებ სადმე წავიდეთ?-კარებში მდგარ ლეოს გახედეს
-რამე იდეა გაქვს?!-კითხა ორივემ
-ბორჯომი?
-არაა რა-მარიამმა დაიწუწუნა
-აბაა?-ლეოც აყვა
-საირმე-თქვა ლეამ
-კარგი აზრია-კიტამ ლეოს ზურგზე დაარტყა ოდნავ და ლეას გადაეხვია
-30ში წავიდეთ დილიდან-გოგონამ გაიღიმა
-აი ასე!ეს ლეა გვინდოდა!-გაეცინა ყველას.30რიცხვი მალე დადგა.დილიდანვე გაეშურნენ საირმეში,ახალი გარემო,ახალი სახლი,ახალი ჰაერი ლეაზე კარგად მოქმედებდა,ხასიათზე მოვიდა,ცდილობდა გოგოებს დახმარებოდა საჭმლის კეთებაში, რადგან ახალწალმდე სულ რაღაც რამოდენიმე საათი იყო დარჩენილი,ყველა იცინოდა,ყველა ხალისობდა,არავინ იყო დარდიანი,ახალი წელი ახალი შესაძლებლობის დროა!ყველა დარდი წარსულში გაუშვა ლეამ!
-გოგონებოო!სუფრას ჩვენ გავშლით!-დაიყვირა ლეომ
-რომ არ მოგვეწონოს ლეო!გეფიცები ახალწელს გარეთ აღმოჩნდები!-გაეცინათ ყველას ლეას ნათქვამზე
-კაი,ჩემო ანგელოზებო!-ორივეს შუბლზე აკოცა და მაგიდის გაშლას შეუდგნენ ბიჭები,შემდეგ გოგონებმა კერძები მოიტანეს და სუფრა გაშალეს
-ნუ ასეთი ,,სვეწკობა" სუფრა ჯერ არ გვქონიაა-დაიწყო კიტამ
-იასნა,ჩვენი წყალობით-ლეომ მხარზე დაადო ხელი
-ახლა მოგხვდებათ!-დაიწუწუნა მარიმ
-კარგი რას წუწუნებ!-გააჯავრა კიტამ ხოლო მარი კიტას დაეჯღანა
-ბავშვები ხართ რაა!-გაეცინა ლეას და ფანჯარაში გაიხედა-თოოოვლსსს!იესსსს-წივილი დაიწყეს გოგონებმა
-ვაიმე!გაეჩრდიიით!-ლეომ სიცილით დაიყვირა და კიტას გახედა
-არა!არათქო!იცოდე სტაფილოს ჩაგთხრი!-გაეცინა კიტას და მაგიდის გარშემო დაიწყეს ბიჭებმა სირბილი,გოგონები დასცინოდნენ ბიჭებს,ვიდეოებს და სელფებს იღებდნენ,დრო ისე გავიდა ვერავინ გაიგო ამ სიცილ-კისკისში
-სულ რაღაც წამებსში ახალი წელია!-ამოიოხრა ღიმილით ლეომ
-დაე სასიხარულო წელი ყოფილიყოს ჩვენთვის!
-ამინ მარი ამინ!-თქვა ლეამ და ათვლა დაიწყეს
10
9
8
7
6
5
4
3
2
1-დაიყვირეს ერთიანად და შამპანიური გახსნენს
-გილოცააავთ!-დაიყვირა კიტამ
-გ ი ლ ო ც ა ვ თ-აყვა ლეოც
-აბა გადაიღეეეთ-მარიამი საცივს ეცა ხოლო ლეა ქათმის სალათას,ბავშვები კარგად შეექცეოდნენ საჭმელს,ბოლოს ბევრი დალიეს და კონცერტები ჩართეს.ზოგჯერ,ცუდი დასაწყისი უმჯობესია ,რადგან, დასასრული ყოველთვის კარგი და ბედნიერების მომტანია,ლეას და კიტას შეიძლება კარგი დასაწყისი არ ჰქონიათ მაგრამ გაგრძელება აუცილებლად ულამაზესი ექნებათ!მარიამს და ლეოს, რაც შეეხება უბედნიერესი წყვილი იყო თავიდანვე,და ასევე გააგრძელებენ ალაბად...💞
_________________
გილოცავთ ახალწელს ჩემო კარგებო!პირველი რომანის დასასრული,და ბევრი რომანის გაგრძელება(სამომავლოდ)ბოდიში პატარა თავისთვის,არმინდოდა რამე გამეფუჭებინა,ამიტომ ასე დავტოვე!
YOU ARE READING
წყვდიადის გვირილა
Romanceკიტა დათიაშვილი,ბიჭი რომელიც ვერ იაზრებს ცხოვრების არსს.მისთვის ყველაფერი სულერთია,სანამ იურისტ გოგონას ლეა ახვლედიანს შეხვდება.მათი ქიმია დიდ ატომურ ბომბად იქცევა,როცა ნელ-ნელა მათი ბნელი საიდუმლოებები ამოტივტივდება ფსკერზე.