სეულის საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქანი N9, მოამზადეთ ბარგი ქალაქის დასატოვებლად და მატარებელში ასვლისთანავე დაიკავეთ ადგილები.-მეგაფონით აცხადებს თეთრებში გამოწყობილი გამცილებელი.თბილ ტანისსამოსში გახვეული გოგონა უკვე ერთი საათია ელოდება თავისი მატარებლის გასვლას. განწყობა მელანქოლიური და სევდიანი დაჰყვება მის ჩრდილს. გასაკვირი არ არის, სეულში ყოფნა მეტად მოსწონს. აქ გატარებული დრო ბავშვობას ახსენებს, ტკბილ ბრინჯის ნამცხვრებს და ბებიას გაკეთებულ ყველიან ქორნდოგებს. უფრო ბედნიერი იქნებოდა სამუშაოდ გადასვლა ბუსანში რომ არ უწევდეს, თუმცა, როგორც ჩანს, მამამ ასე ისურვა, ან სულაც, ასე მოითხოვს მისი განგება.
- ჯანდაბა, ამელია, ბილეთი სად გაქვს?!-ანერვიულებული ახალგაზრდა ტუჩის კვნეტით ჯერ ერთ ჯიბეს ატრიალებს, შემდეგ მეორეს, თუმცა მგზავრობისთვის საჭირო საბუთებს ვერ პოულობს.
- ამობრძანდით და ბილეთი წარადგინეთ.-თავაზიანად მოუწოდებს ახალგაზრდა გოგონას გამცილებელი.
- იცით, ბილეთი დავკარგე... მე... მე დილით შევიძინე, მაგრამ დავკარგე, თუმცა ბუსანში სასწრაფოდ უნდა წავიდე. შეიძლება გამოგყვეთ? თუ საჭირო იქნება ფეხზე ვიდგები.
უკვე ერთი საათია თოვლიან ლიანდაგებს თელავს მატარებელი, კართან ძირს მჯდარი გოგონა კი დიდი ინტერესით ათვალიერებს სივრცეს. შემდეგ საყვარელ სკეჩბუქს შლის და ჩანახატების გაკეთებას იწყებს. როდესაც ხვდება, რომ მატარებელი ბუსანის რკინიგზას უახლოვდება ფეხზე დგება და ბარგის გამზადებას იწყებს.
YOU ARE READING
Victim or player
Fanfictionგვიანი შემოდგომის ნაღვლიანი დღე... უხმაურო ჩიტების ფრენა, ფოთოლცვენის შრიალი და ნაცრისფერი ღრუბლების შეყენება, ბუსანის ერთ-ერთ ქუჩაზე ავის მომასწავებელი ამინდის ცვლილება. დღე, როდესაც დაიწყო სამარადისო "ავ-დარი", ნამფოდონგში.