იმ დღეს საკრალული დღე გათენდა ამელიას და სიღრმისეული მამაკაცის ცხოვრებაში. ამ მომენტიდან მათ შორის უცნაური უხილავი ძაფები გაჩნდა და ეს იგრძნობოდა. იგრძნობოდა მზერასა და მოქმედებებში.ჰოლში ატეხილ ალიაქოთზე უმალვე ჩამოვიდა ციხის უფროსი და მისი მხლებლები.
- აქ რა ხდება? - გაოცებას ვერ მალავს პაკ სოკ ჯინი.
- ამას მე უნდა გეკითხებოდეთ! რა ჯანდაბა ხდება აქ? თქვენი აზრით ეს ნორმალურია? ძალადობის დანაშაულის ადგილი თავად ძალადობის ბუდედ გაგიხდიათ. - წყობილებიდან გამოდის ამელია.
- პატარა ქალბატონო, დამშვიდდით. აქაურ წესებს არ იცნობთ, შესაბამისად მალე უკეთ გაერკვევით პატიმრების ცხოვრებაში. - თითქოს უთანაგრძნობს ციხის მეთაური.
- ხუთი წუთის წინ კინაღამ დამასახიჩრეს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ეს მე ვიქნებოდი თუ სხვა?! პაკ სოკჯინ, ეს ნორმალურია?
- "რა მნიშვნელობა აქვს", სხვანაირს გელოდით. შეცვლილხართ, მის...ორაზროვნად იღიმის
მამაკაცი, თითქოს იმთავითვე ნანობს გოგონას აქ ჩამოყვანის გადაწყვეტილებას.- მერწმუნეთ, ეს თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ სხვა წესებს. - კბილებში ცრის გოგონა და მომუშავეებისკენ მტკიცე წინადადებით ტრიალდება:
-აღარ გაბედოთ ფიზიკურად გაუსწორდეთ აქაურ მაცხოვრებლებს. ფსიქოლოგთა ჯგუფი იმიტომ ჰყავს დაწესებულებას, რომ ყველანაირი პრობლემა მშვიდობიანი გზით აღმოიფხვრას. თქვენგან ასეთ მდაბიო საქციელს არ ველოდი, ბატონო პაკ.
"ფული ჯოჯოხეთს ანათებს, არა?"- დიდი იმედგაცრუებით ამცირებს უფროსს ბრბოს თვალწინ ამელია, შემდეგ კი დაშავებულების მოვლას სთხოვს ექთნებს.***
მწუხრის საათი მოახლოვდა ციხის მაცხოვრებლებისთვის. ამელია შეგნებულად არ ტოვებს ტერიტორიას და ანერვიულებული სამი ახალგაზრდის საქმის განხილვას მოჰყვება. ფურცლებს უაზროდ აშრიალებს და დაბნეულობისგან ახალ ექთანს უკვე მესამედ ეკითხება:
YOU ARE READING
Victim or player
Fanfictionგვიანი შემოდგომის ნაღვლიანი დღე... უხმაურო ჩიტების ფრენა, ფოთოლცვენის შრიალი და ნაცრისფერი ღრუბლების შეყენება, ბუსანის ერთ-ერთ ქუჩაზე ავის მომასწავებელი ამინდის ცვლილება. დღე, როდესაც დაიწყო სამარადისო "ავ-დარი", ნამფოდონგში.