ემოციები... რა ამოუხსნელი ფაზაა, არა? ჩვენ, ჩვეულებრივი ხალხი, მთელი ცხოვრება ვიბრძვით და ვიღწვით სასურველისთვის, ისე, რომ ხანდახან ბოლო მომენტში თავდაპირველი მიზანი გვავიწყდება. ეს კი უდიდესი ემოციური დანაკარგის ფასად გვიჯდება.დასანანია, ვერც ერთმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ადამიანური მწუხარების აღმოფხვრა. არც ერთ პოლიტიკურ სისტემას არ შეუძლია გაათავისუფლოს მოსახლეობა ცხოვრებისეული ტკივილისგან, სიკვდილის შიშისგან, აბსოლუტის წყურვილისგან. საბოლოოდ კი ესეც პირიქით დატრიალდა, დღეს ადამიანის ყოფისეული მდგომარეობა წარმართავს სოციალურ ვითარებას.
***
Flashback
6 წლის წინ.- მოგესალმებით, პროკურორო ჯეონ, აქ რა დაგრჩენიათ? - კვერის დაკვრით მიესალმა სმენაში მომუშავე ოფიცერი უფროსს.
- გადატენილი იარაღი, სუჩან. - აფორიაქებულმა უპასუხა კოლეგას და თავის კაბინეტში ქოშინით შევარდა.
- კი მაგრამ... რა ხ.. ხდება?
- ოფიცერ მინგიუს გადაეცი, რომ შვიდი საათისთვის ბანპოს ხიდის ქვეშ დაველოდები.
- კკ.. კარგით... - ნერვიული შოფითსგან შეძრწუნებულმა უპასუხა და სამუშაო მაგიდებთან მდგარ ოფიცრებს შეუერთდა.
- სულ ასეთი უხეშია. ღირსია ყველაფრისთვის.
- როგორც ჩანს კომუნისტებმა მის ოჯახამდეც მიაღწიეს. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.
YOU ARE READING
Victim or player
Fanfictionგვიანი შემოდგომის ნაღვლიანი დღე... უხმაურო ჩიტების ფრენა, ფოთოლცვენის შრიალი და ნაცრისფერი ღრუბლების შეყენება, ბუსანის ერთ-ერთ ქუჩაზე ავის მომასწავებელი ამინდის ცვლილება. დღე, როდესაც დაიწყო სამარადისო "ავ-დარი", ნამფოდონგში.