სამხრეთიდან მომავალი ოკეანის ქარი შეუბრალებლად აბორგებდა ამინდს
წვიმიან ბუსანში. თითქოს უკუნ დილას კიდევ უფრო აბნელებდა უმგვანო სიცივე.რა იქნება მომავალში?
გააჩნია პრობლემის ხარისხს...
ხშირ შემთხვევაში, სტაბილური აწმყოს მიუხედავად ადამიანები მარტივად ბრაზდებიან და კარგავენ ყველანაირ მოტივაციას. მედგრად უნდა ვიდგეთ, თავით წინ უხეირო დაბრკოლებების წინააღმდეგ!
ფროიდის მიხედვით ხომ ჩვენი პიროვნების სიძლიერე იმ პრობლემის ხარისხით განისაზღვრება, რომელსაც შეუძლია მწყობრიდან გამოგვიყვანოს.მოთმინება, მოთმინება, მოთმინება... და ასე უსასრულოდ.
სწორედაც რომ გამძლეობა, ამტანიანობა და მამაცად შერკინებაა ჩვენი ძლიერი პიროვნების გარანტი!
***
დილის შვიდი საათია. ამელიამ მეორე ღამის უძინარი თვალები სუსტად შეხსნა და ფანჯარას მიაპყრო. ჯერ კიდევ ბნელოდა გარეთ, თუმცა ყურთ არ იღო შინაგანი ხმა რომ კიდევ განეგეგრძო ძილი. ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და ცხელ ყავასთან ერთად მოთავსდა რბილ სავარძელში. დიდი ხნის უნახავი სოციალური ქსელი ზანტად გახსნა. "შეფარვითი სამყარო" მობეზრებით ჩაიბურტყუნა, ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და თავი მუხლებზე ჩამოდო. მორიგი ფიქრთა შემოტევა ჰქონდა მისი გონების წახნაგებს. მალევე კვლავ წამოდგა და გასასვლელად მომზადება დაიწყო.
YOU ARE READING
Victim or player
Fanfictionგვიანი შემოდგომის ნაღვლიანი დღე... უხმაურო ჩიტების ფრენა, ფოთოლცვენის შრიალი და ნაცრისფერი ღრუბლების შეყენება, ბუსანის ერთ-ერთ ქუჩაზე ავის მომასწავებელი ამინდის ცვლილება. დღე, როდესაც დაიწყო სამარადისო "ავ-დარი", ნამფოდონგში.