17.

40 9 1
                                    


  დილის რვა საათზე ელვანაკრავივით წამოჰყო თავი საწოლიდან ამელიამ. მაგიდაზე გამზადებული საშუალო ზომის ყუთი აიღო და სწრაფად მოკურცხლა მოყინულ გზაზე.

- ჯანდაბა, ჯანდაბააა! როგორ ჩაგეძინა, სულელო?! - ხმამაღლა კიცხავდა საკუთარ თავს, თან სირბილისგან სულს ძლივს ღაფავდა.

- გამარჯობა, ვერონა. ეს ჯეონ ჯონგუკს გადაეცი, კარგი? სადგურზე მაგვიანდებააა. - თავპირისმტვრევით შეაჩეჩა ყუთი ხელებში დაბნეულ ექთანს და სირბილი ძველებურ ტემპში განაგრძო.

                                       ***

თოვს...

მეორე საათია მატარებელი მყოვრიადი სვლით მიუყვება თოვლის მსუბუქი ხალიჩით მოფენილ ლიანდაგს. ვერცხლისფრად შეფერილი ხეები და მოყინული ბილიკები თეთრი სამოთხის ანალოგიას ქმნის.
ხალხით სავსე ვაგონის სავარძლებს ერთი მგზავრი აკლია.
ამელია კვლავ კარის ზღურბლთან ზის და დიდი ფანჯრიდან განმარტოვებით აკვირდება ბუნების მშვენიერებას.

ასეთ გარემოში ფიქრი ამშვიდებს, თუმცა ნელ სუნთქვას შიგადაშიგ ქვედა ტუჩის ფაქიზ კვნეტას უყოლებს, რაც მისდათავად მეტყველებს  ჟღალთმიანის ღრმად მიყუჩებულ შფოთზე. 

ფიქრობს თუ როგორ გაიზარდა უკანასკნელი ორი წლის მანძილზე. როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად რამდენიმე დღეში. სულ რაღაც ერთი თვის წინ წამოსვლა არ უნდოდა ბუსანში, ახლა კი მთელი გულით ლამობს უკან დაბრუნებას.

"მიყვარს"  -  ბოლოჯერ ჩურჩულებს ფუმფულა ბაგეებში და ტუჩის კუთხე მორცხვად უტყდება. მუხლებზე მოთავსებულ, მეგობარ დღიურში კი წამწამის ბოლო შტრიხს ავლებს ფანქრით.

მზერა დიდრონია!

მოსწონს ამელიას ჯეონის თვალების ხატვა.  ის მათში ნაღვლიანი საიდუმლოს ნოტებსა და მგზნებარე შემართებას ხედავს. ყოველთვის ამჩნევს და სიგიჟემდე სიამოვნებს, როცა სიძულვილის ალ-მური გოგონას დანახვისას ვნების, სასოების ცეცხლად ექცევა ხოლმე თავქარიანს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 19 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Victim or player Where stories live. Discover now