2.

55 7 5
                                    

   ცხოვრებისეული გაკვეთილები მუდამ რჩება ჩვენს გონებაში ახალი გამოცდილების სახით. ზოგიერთ ადამიანს დანახული სიმართლე ცვლის, ზოგსაც კი არ ადარდებს თავის საქციელების სისწორე თუ სიმცდარე. ესეც ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს და მორჩილ, მონურ სიცოცხლეს სულიერი თავისუფლება ურჩევნია გისოსებს მიღმა.

   ასე უემოციოდ ჩააფერფლა შავგვრემანმა თამბაქოს მესამე ღერი საფერფლეში და ფილტვებიდან გამოშვებულ ჰაერს ღრმა ემოციური ფიქრი თან გამოაყოლა. თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. შემდეგ ფეხზე წამოდგა და საბნის ქვეშ არსებულ, გადახეულ ფურცელზე დაიწყო იეროგლიფების ხატვა.

               ***

   ბუსანში ამინდი გაუარესდა. ქუჩები ნელ-ნელა ყვითელი ხეების თხელი ლანდით დაიჩრდილა.
გვიანი შემოდგომა დამდგარა ნამფოდონგის მშვიდ, იმთავითვე ბნელ ქუჩაზე.

   მეცხრე ბლოკის დერეფნის ბოლო კარი მძიმედ შეაღო გოგონამ და საკუთარ ადგილზე მოთავსდა. გარემო არც ისე ცუდი იყო, თუმცა გარეთ არსებული აურა  შიგნითა ატმოსფეროსაც ამძიმებდა.

- ძვირფასო ამელია! - ოთახის ვიწრო კარი საშუალო სიმაღლის ბიჭმა შემოაღო.

- პაკ ჯიმინ! - გაღიმებული გოგონა მაშინვე მოეხვია ძველ მეგობარს.

- მიხარია შენი დაბრუნება.

- ხომ იცი, ეს დროებითია. აღწერებს გავაკეთებ და სეულში დავბრუნდები.

- ეს ვერონაა, შენი დამხმარე დღეიდან. გაიცანი, კვალიფიცირებული ექთანია.

Victim or player Where stories live. Discover now