5.

35 6 0
                                    


ახლად გათენებულმა დღემ მკვეთრად შეიტყო ნათელ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლები. დილის შვიდი საათია ნამფოდონგში. ამელია უმალვე ახელს თვალებს და სუსხისგან აკანკალებული საბანს ძლიერად ებღაუჭება. ჰგონია, რომ ასე მეტ სითბოს გამოჰყოფს ბამბის მატერია... მისთვის უსათუოდ საძულველია უთენია თბილი საწოლიდან წამოდგომა და იმ შავ-ბნელ ადგილას დაბრუნება, რომელშიც სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. საძულველია, მაგრამ არა სრულიად... გონებაზე მყოფს, თვალების მჭიდროდ დახუჭვის შემდეგ უმალვე წარმოუდგება საამო სურათი, პერსონაჟი, რომელიც იმთავითვე აძლევს ბიძგს წამოდგეს და მიჰყვეს ცხოვრების დინებას. რატომ უთრთოლდება გული? განა ეს მართლაც ბავშვური ინტერესი ან გატაცებაა? ვერ გეტყვით... თუმცა მესმის მისი, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ზოგჯერ გული ხედავს იმას, რასაც თვალები რეალობაში ვერ დაინახავს.

"ასე იქცევა ნახატი ხატად,
ლერწამისტვირად და ორთქლიწვიმად...
ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს
ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ."

                                         ***

- პაკ ჯიმინ, რატომ მოხვედი, ნამჯუნი წამიყვანდა. - გულითადი მისალმების შემდეგ მცირე საყვედურს აქსოვს ამელია საუბრის ტონში, თუმცა გულის სიღრმეში უხარია ძველი მეგობრის ნახვა.

Victim or player Where stories live. Discover now