11.

39 5 14
                                    


- მამააა! - ბედნიერად წამოიყვირა ჟღალთმიანმა.

- ჩემი გოგონა უკვე საამაყოა. ყოჩაღ, მართლაც მამაშენის შვილი ხარ! - კმაყოფილად ამბობს ბატონი დაჰუნი. - აბა, მომიყევი, რა მდგომარეობაა?

- იგივე... - უხერხულად ჩაიფშვინა ჟღალთმიანმა. განა რა უნდა ეთქვა განსხვავებული? ნეტა კი შეიცვალა რამე?
- თუმცა... მეტად ორგანიზებულია სამუშაო ჯგუფი. არის რამდენიმე ადამიანი, " პატარა ჰიტლერები", რომელთა ზღვარგადასული დიქტატურა ყელში ამოუვა ნორმალურ ადამიანს, თუმცა რას ვიზამთ... ციხეა... - უხერხული ღიმილით დაასრულა წინადადება.

- ჩემო გოგონა, ასეთებში არ ვერევით, ხომ გასაგებია? ორ თვეში ჩამოვალ და მაგ საკითხს პირადად მივხედავ. მხოლოდ ექიმის სტატუსით იარე ციხეში. ვიცი, გარეშე მოვლენებს თავს აარიდებ. შენი იმედი მაქვს! - ჯანდაბა, ნეტავ იცოდეს ბატონმა დაჰუნმა რამდენი "გარეშე" მოვლენის ეპიცენტრი გახდა ამელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. გოგონამ ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა. ცოტა წამოწითლდა კიდეც, თუმცა კვლავ საყვარლად გაიცინა და მამას თავი ფაქიზად დაუქნია.

- არა, მამა... ხომ მიცნობ, არა? არაფერში ჩავერევი... - კეკლუცად დაემშვიდობა მამაკაცს და ყურმილის დაკიდების წამიდანვე მოეშვა მისი მიმიკა. გამომეტყველება მეტად სევდიანი გაუხდა. "მიცნობს", ფშვინვით ჩაიბურტყუნა და გზად ნაბიჯის წინ არსებული საშუალო ზომის კენჭი ფეხის მსუბუქად კვრით წინ გააგორა.

- ჰანაააა! - ხმამაღლა წამოიყვირა და ტელეფონი კვლავ მოიმარჯვა ხელში. ვოთსაპზე სწრაფად შევიდა და სასურველ ნომერს დააჭირა თითი.

- პატარა ქალბატონს გაახსენდა მორჩილი მუშაკი, არა? - სასიამოვნო ხმით უპასუხა ადრესატმა.

- ბებო, ასე ნუ ამბობ. სულ მახსოვხარ...- ტუჩები დაბუშტა გოგონამ. - ჰანა, ძალიან მომენატრე. - ვეღარ დამალა ემოციები უმცროსმა.

- მეც მომენატრე, თაფლის ნამცხვარო. თუმცა... მაინც გაბრაზებული ვარ, რომ ხშირად არ მირეკავ. - კვლავ უსაყვედურა ხანშიშესულმა.

Victim or player Where stories live. Discover now