6

17 2 0
                                    

Mari:დრო მიდის იცვლება ყველაფერი,ყველაფრი გარდა ერთისა.

უნდა იბრძოლო,მნიშვბრლობა არ აქვს ვისთან.უბრალოდ უნდა იბრძოლო თუნდ საკუთარ თავთან.

ერთხელ მამაჩემმა მითხრა რაც უფრო მეტ ტკივილს ნახავ უფრო მაგარი გოგო იქნებიო.და იცით რაა?!

ახლა მივხვდი რომ ის მართალია.ტკივილი გვაძლიერებს,გვაიძულებს გავუძლოთ,გვაიძულებს გავუძლოთ მის დარტყმებს.

ის იძულებულს გვხდის რომ გავუძლოთ და უკეთესი დღის მოლოდინის ფიქრით დავხუჭოთ თვალი.

ის ყოველთვის ცდილობს რომ მუდამ შეგვახსენოს რომ ამ სამყაროში ყველაფერი კარგი და კეთილი არაა ამიტომ იძულებულები ვხდებით იმ ადამიანებს ისე ვეღარ ვენდოთ როგორც ადრე.

იძულები ვხდებით რომ ყველას და ყველაფერს გავუძლოთ რადგან იგივე ტკივილი აღარ განვიცადოთ.

ჩვენ ასეთები ვართ როდესაც გული ძალიან გვტკივა ვფიქრობთ რომ მეტს ვეღარ გავუძლებთ მაგრამ იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე ეს ჩვენ გვგონია.

ჰაჰ რა სასაცილოა ცხოვრება რას აღარ გვიმზადებს საიდან აღარ გვირტყამს ძირს გვაგდებს და გვანადგურებს მაგრამ ჩვენ ისევ ვახერხებთ წამოდგომას და ცხოვრების გაგრძელებას თითქოს და არაფერი მომხდარა.

თითქოსდა ცოტახნისწინ შენი გარკვეული ნაწილი არ მოკვდა და განადგურდა,ასე ყოველგვარი იმედის გარეშე ვაგრძელებთ ცხოვრებას და თავს ვიტყუებთ რომ დიდი არაფერია გაივლის მაგრამ იქ სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულში ის ტკივილი მოსვენებას არ გვაძლევს.

ვცდილობთ ეს დავაიგნოროთ ჩვენში შევინახოთ მაგრამ იმაზე კი არ ვფიქრობთ რომ ამით ჩვენს თავს ვანადგურებთ.

ერთხელაც ავფეთქდებით და გარშემო ყველას და ყველაფერს გავანადგურებთ.

ეჰჰ ჩემს შიგნით ძალიან დიდი ტკივილია,უნდა გენახათ დედაჩემის უკანასკნელი გამოხედვა მისი თვალები.მისი ერთ დროს მოკაშკაშე თვალები ახლა ნაღვლით და შიშით იყო სავსე.

🩸ნამდვილი სისხლი/True Blood🩸Where stories live. Discover now