11

27 3 0
                                    

და მაინც როგორ ვიგებთ ადამიანი ძვირფასია თუ არა ჩვენთვის?სულელირი კითხვაა არა??

ამას მაშინ იგებ როდესაც მის ყოველ ნაბიჯს უყურებ და ფიქრობ ხომ სწორად იქცევა ხომ არ დაშავდება?!

ან იქნებ იქ არ წავიდეს სახიფათოა რამე არ მოუვიდეს...მის ყოველ ნაბიჯს გამალებით და გაფაციცებით უმზერ და თან გეშინია...გეშინია რომ მას დაკარგავ და მასთან ერთად საკუთარ თავსაც...

და რა არის შიში???

შიში არის ყველაზე საშინელი გრძნობა მთელს სამყაროში...გრძნობ რომ რამის გეშინია მაგრამ ამის გამოსწორება არ შეგიძლია...

აი სწორედ შიშია ის გრძნობა რომელიც გვტანჯავს და ამავდროულად გვაძლიერებს.

ის დღეები რაც მე და ჯიმინი დავახლოვდით ყოველდღე შიშს ვგრძნობ..შინაგანად ეს მჭამდა.

მე კი გადავრჩები არ მოვკვდები მაგრამ მას რომ რამე დაემართოს სამყაროს გავანადგურებ.

მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გავიგე რომ მალე მშობლები გავხდებით ორი პატარა პრინცესას მშობლები.

მიხარია მაგრამ მეშინია ნუთუ მათ რამე დაემართოთ?! მაგრამ არა!
არ დავუშვებ მათ რამე მოუვიდეთ მითუმეტეს გამოვცადე საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული საშინელი გრძნობა...

ამ გრძნობის გამოცდას აღარ ვაპირებ ჩემს პატარებს და ჯიმინს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დავიცავ იქამდე სანამ პირში სული მიდგას.

ძალიან დიდი დრო გავიდა რაც გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი.თავიდან არ მინდოდა რომ ეს ვინმეს გაეგო მაგრამ როგორც ყოველთვის მამიდამ ყველაფერი გააფუჭა.

არ ვიცი ეს საიდან გაიგო შეიძლება იგრძნო ჩემს შიგნით არსებული ორი ულამაზესი სულის არსებობის შესახებ
მაგრამ მადლობელი ვარ ის რომ არა არ ვიცი ახლა სად და რა ვითარებაში ვიქნებოდი.

ის რომ არა ვერ გავიგებდი რას ნიშნავს ,,ნამდვილი სიყვარული"მან მომცა იმის ბიძგი რომ ჯიმინი უზომოდ სიცოცხლის ბოლომდე მყვარებოდა და ეს ძალიან მახარებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 12, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🩸ნამდვილი სისხლი/True Blood🩸Where stories live. Discover now