შეხვედრის დღე.(სკოლა 9:30)

390 23 0
                                    

(აქვე პატარა შესავალი.)

ჯონქუქი იყო მდიდარი, გავლენიანი ოჯახის შვილი, დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა, ხოლო მამა უკვე ხანში შესული იყო და დიდად არაფრის კეთება შეეძლო, მიუხედავად ბევრი წვალებისა. ჯონქუქი ვალდებულია, რომ გაუძღვეს მამამისის ბიზნესს, მაგრამ მას არ იზიდავს სმოკინგის (შარვალ კოსტიუმის) ტარება, თავაზიანად საუბარი, მოლაპარაკებები, ხოლო რაც შეეხება სკოლას იქ მხოლოდ გასართობად დადიოდა, მასწავლებლები მისი დანახვისას ფეხზე იდგნენ, სასაუზმედაც თავისი ადგილი ჰქონდა.
ჯონქუქი წყნარი ცხოვრებით არასდროს ცხოვრობდა, იკეთებდა წამლებს, სვავდა და ეწეოდა. მამამისისგან მალულად.

რაც შეეხება თაეს, კიმ თეჰიონს.
წყნარი ადამიანი იყო, უყვარდა ბუნება, გიჟდებოდა სწავლაზე და უყვარდა ხატვა, ღამით სეირნობა, მთვარესთან მოკლე საუბრები. მამამისი  რამოდენიმე წლის წინ ავტოავარიის დროს დაიღუპა, დიდხანს ვერ მოდიოდა აზრზე, რადგან  მამამისი იყო ის ვინც უგებდა და ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა, სამწუხარო ფაქტი კი ის იყო, რომ დედამისი არ ექცეოდა ისე, როგორც ნამდვილი დედა უნდა ექცეოდეს თავის ვაჟს.

თეჰიონის მამა ჯონქუქის მამის ბიზნესსში იყო ჩართული და ასე ვთქვათ მისი მარჯვენა ხელი იყო,როცა გაიგო მისი გარდაცვალების შესახებ, მის შვილს კიმ თეჰიონს დაუნიშნა სტიპენდია და ყველაზე განვითარებულ და ყველასთვის საოცნებო სკოლაში მოახვედრა, რაღა თქმაუნდა მისი შრომით.

ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი სწორედ იმ სკოლაში შეხვდნენ სადაც მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებათ ხელი.

თეჰიონმა ჩაიცვა მისი "ბიძიის"(ჯონქუქის მამის) გამოგზავნილი სასკოლო ფორმა და სკოლისკენ წავიდა.
სკოლაში მისვლის წამიდან მოხვდა თუ როგორი ხალხი იყო იქ, მდიდარი მამის შვილები. მაგრამ არ შეუშინდა ამ ფაქტს და დინჯად შეაბიჯა საკლასო ოთახში.

ზარის დარეკვა და ჯონქუქის კლასში  შესვლა ერთი იყო.

-ბოდიში დავაგვიანე.
დამცინავად უთხრა მასწავლებელს.
ქალბატონი და მთელი კლასი ფეხზე წამოდგა, თეჰიონი ბოლოს მიხვდა რა ხდებოდა და ისიც ფეხზე ადგა.
ჯონქუქი მასთან მივიდა და მერხზე დაუკაკუნა.

-ალბათ ახალი ხარ ხომ ასეა?
-დიახ
ხმის კანკალით უპასუხა თეჰიმ.
-არავის უთქვამს, რომ ჩემი შემოსვლისას ფეხზე უნდა ადგე? და არც ის რომ ჩემს ადგილას ზიხარ?
უთხრა ჯონქუქმა და გამომწვევად ყურება დაუწყო.

-ბოდიში ავდგები.
ნივთების ალაგება დაიწყო, როცა ჯონქუქმა ხელი მოკიდა და კლასიდან გაიყვანა, ხოლო მასწავლებელს უთხრა.
-ჩემთან იქნება.
და კლასიდან გაიყვანა.

თეჰიონი შეშინებული უყურებდა ჯონქუქს, მაგრამ გული უგრძნობდა,რომ არაფერს დაუშავებდა.

-რა..რა ხდება?
-შენ ხარ? შენ ხარ კიმ თეჰიონი?
-დიახ ასეა..თქვენ ვინ..
-ჯეონი, ჯეონ ჯონქუქი

სახელის და გვარის გაგონებისას თეჰი შეკრთა. მიხვდა ვინც იყო და რას წარმოადგენდა.

-დიახ.. რაიმეს თქმა გსურთ?
-ბევრი საუბარი არ მიყვარს უბრალოდ ის გააკეთე რასაც გეტყვი და შენ ვერანაირად ვერ იქნები აქ ბულინგის მსხვერპლი თუ ამას იზავ, ხოლო თუ არა ვიზრუნებ, რომ ვერავინ დაგიცვას აქ.

-გ..გასაგებია
-ეხლა კლასში შევალთ დავიტყვი რაღაცას, გაფრთხილებ რეაქცია არ გქონდეს.
-კარგი..

კლასში შესვლისთანავე ჯეონმა წამოიძახა, მე და კიმ თეჰიონი ერთად ვართ!

თეჰიმ გაკვირვებული სახით შეხედა, ხოლო ჯონქუქმა გაფრთხილების ნიშნად ხელზე ოდნავ მოუჭირა.

-კ..კი..კი ერთად ვართ.

ჯეონმა ხელი შემოხვია და მთელი კლასი და მასწავლებლებიც გააფრთხილა,რომ ეს ყველას უნდა ცოდნოდა.

თეჰიონი კი ფიქრობდა თუ რაში ჭირდებოდა მას მის შეყვარებულად თავის გასაღება ან.. ან გოგო ვერ ნახა.. ან რაღა მაინც და მაინც მე..

Love is not a crime(დასრულებული).Where stories live. Discover now