გათენდა, დილა ზედმეტად სევდიანი იყო, წვიმა, ღრუბელი, თითქოს დედამიწა რაღაცას გლოვობდაო. საინტერესოა ასეთი ამინდი შეიძლება თუ არა ასეთივე დღის შინაარსი იყოს..?
ჯონგუკმა თვალები, როგორც კი გაახილა დაინახა თეჰიონი რომელიც მის მკერდზე აღარ იყო და მარცხენა მხარეს ბალიშს ჩახუტებოდა მის მაგივრად,
-როგორი სასაცილო ხარ კიმ თეჰიონ.
ნელა ლოგინიდან ადგა, მოწესრიგდა და წერილის წერა დაიწყო მისთვის.დილამშვიდობისა პატარავ!
შენი გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ როცა ამას ნახავ დამირეკე, ოფისში მოვდივარ და მძღოლს გამოვუშვებ, რომ მოგიყვანონ, ქვემოთ საუზმეც დაგიტოვე, ჭამე და ისე წამოდი!! მიყვარხარ!
თეჰიონმა თვალების გახელისას საყვარელი კაცი რომ არ დაინახა დაშფოთდა ოთახში ყველგან ეძება და გვერდით პატარა მაგიდაზე წერილს მოკრა თვალი, წაკითხვის თანავე ქვემოთ ჩავიდა, გაშლილი მაგიდა დაინახა გაეღიმა და საუზმობა დაიწყო.
გზაში ჯეონი ფიქრობდა.
-მისი გამოყენება არ შემიძლია...მიყვარდება.. თუმცა ამ მიზნით მასთან დაახლოება არც მიფიქრია.. ჩემთან უბედური იქნება, არვარ ის ტიპი 24/7 ზე მასთან იყოს კლუბებში სიარულის ნაცვლად, მოწევის და დალევის ნაცვლად... არვარ ეგეთი... არვიცი რა დამემართა ეს დღეები მას რომ ასე ვექცევი, მაგრამ მისი შეყვარება მისთვის დიდი ტანჯვა იქნება... როგორ მოვიქცე? მას ხომ უკვე შევუყვარდი.. რავქნა? თავი შევაძულო? ვუთხრა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ბოროტული ხუმრობა იყო? ღმერთო ჯეონ როგორი იდიოტი ხარ!!5-10 წუთში ჯეონი მივიდა კომპანიაში დაცვას მანქანა დაუტოვა და ზემოთ ავიდა.
-დილამშვიდობისა, წარმატებები!
უთხრა თანამშრომლებს და როგორც კი მათი შოკირებული სახე დაინახა გაუკვირდა.
-ნეტავ რავთქვი ისეთი?...
-დილამშვიდობისა ბატონო ჯეონ!
ერთხმად წარმოთქვეს თანამშრომლებმა, ჯეონს გაეღიმა, პირველად ენახათ ბიჭის ასეთი თბილი და არა ირონიული ღიმილი.
-დღეს შეგიძლიათ ორი საათით ადრე წახვიდეთ!!
YOU ARE READING
Love is not a crime(დასრულებული).
Romanceჯონქუქი ვალდებულების მოხსნის მიზნით თეჰიონს აიძულებს იყოს მასთან მაგრამ რა შეიძლება იყოს ეს ვალდებულება? რატომ არ აგრძელებს ჯეონი მისი ცხოვრებით ცხოვრებას რაც მოწევას, ნემსებს და დალევას მოიცავდა?