ბეინმა თავი გააქნია და გამოწვდილ რევოლვერებს ხელი წაავლო , ყოველთვის როცა გუნება უფუჭდებოდა , იარაღს ეხებოდა საყვარელ სათამაშოში ნუგეშის მაძიებელი პატარა ბავშვივით . მასთან შერიგება ძალიან მარტივი იქნებოდა . ჯიმინის უბრალოდ , უნდა დაედასტურებინა , რომ მის ერთგულებას ეჭვქვეშ არ აყენებდა , და მისთვის შეეხსენებინა რომ ერთადერთი ნამდვილი სეკუნდანტის როლი ანდო ისეთ ბრძოლაში . რომელიც შესაძლოა , სრული კრახით დასრულებულიყო . მაგრამ ამის ნაცვლად თქვა :
- წადი ბეინ , " ყვავების კლუბში " შენთვის კრედიტია გახსნილი . ითამაშე დილამდე ან მანამდე , სანამ იღბალი არ მიგატოვებს .
ბეინი მოიღუშა , მაგრამ ჯიმინთან დაინახა როგორ გამოკრთა მის თვალებში სიხარბის ნაპერწკალი .
-ეს მომდევნო ქრთამია ?
-ჩვეულებების კაცი ვარ .
-შენდა საბედნიეროდ , მეც .
დააყოვნა , მაგრამ შემდეგ მაინც დაამატა
- არ გინდა , გამოგყვეთ ? ამ ყველაფერის შემდეგ ჰეილსის ხალხი გაღიზიანებული იქნება .
-თავს გავართმევ , _თქვა ჯიმინმა და სიტყვის დაუმატებლად გაემართა გასასვლელისკენ . თუ კაცს ჩამობნელების შემდეგ კეტერდამის ქუჩებში მარტო სიარულის გეშინოდა , შეგეძლო , კისერზე პირდაპირ ჩამოეკიდა წარწერა " ქალაჩუნა " და თავპირის გაერთიანების მოლოდინში ქვაფენილზე გაწოლილიყავი . ჯიმინი გრძნობდა ზურგზე " ნაძირლების " მზერას , მათი ჩურჩულისთვის მიყურადება არ სჭირდებოდა ზუსტად იცოდა რას განიხილავდნენ . მასთან ერთად დალევა უნდოდათ , იმის მოსმენა თუ როგორ მიხვდა , რომ დიდი ჯონი " შავმა ბუნკერებმა " მოისყიდეს და როგორი გამომეტყველება ჰქონდა ჰეილსს იარაღის დაშვებისას . მაგრამ ჯიმინი არაფრის მოყოლას არ აპირებდა და თუ ვინმეს რამე არ მოსწონდა შეეძლო ახალი ბანდა მოეძებნა . მასზე რაც არ უნდა ეთქვათ ამაღამ უფრო აწეული თავებით ივლიდნენ . სწორედ ამიტომ იდგნენ მის გვერდით და რამდენადაც შეძლოთ მისი ერთგულები რჩებოდნენ . როდესაც ჯიმინი ოფიციალურად გახდა " ნაძირლების " წევრი სულ რაღაც , თორმეტი წლის იყო თვითონ ბანდა კი _ ქალაქის ყველაზე უარეს ნაწილში , დანგრეულ სახლში , მცხოვრები მიუსაფარი ხროვა , ბინძური მათხოვრები , რომლებიც სათითის თამაშითა და წვრილ წვრილი ჯიბგურობით შოულობდნენ _ საცოდავ დღეში იმყოფებოდნენ მაგრამ , ჯიმინს ძლიერი კი არა ისეთი ბანდა სჭირდებოდა თვითონ რომ გააძლიერებდა და ჯიმინი დასჭირდებოდა . ახლა საკუთარი ტერიტორია და ფართო შესაძლებლობები ჰქონდა _ სახლი კი მშრალ და თბილ თავშესაფრად იქცა , სადაც თბილი საჭმლის ჭამა და ჭრილობების მოშუშება შეიძლებოდა . ახლა ხალხს ამთი ეშინოდათ , ჯიმინის დამსახურებით , თუმცა ის ვალდებული არ იყო მათთვის ძილის წინ ზღაპრებიც მოეყოლა . გარდა ამისა ბეინს ყველაფერი მალე გადაუვლიდა რამდენიმე წარმატებული პარტია და მსროლელს ჩვეული გულთბილობა დაუბრუნდებოდა . წყენის დამახსოვრებაც იმდენ ხანს შეეძლო რამდენხანსაც სასმელს უძლებდა . თანაც ჯიმინის გამარჯვებებს ხმების გავრცელების დიდი ნიჭი ჰქონდა . პატარა არხის გასწვრივ მეხუთე ნავსადგურისკენ მიმავალი ჯიმინი უეცბად მიხვდა რასაც გრძნობდა _ წმინდანებო . მომავალს თითქმის იმედიანად უყურებდა , ექიმისთვის ხოარ მიეკითხა , " შავი ბუნკერები " თითქმის კვირების განმავლობაში აწუხებდა და ბოლოს მათ საკუთარი წესებით თამაში აიძულა , ზამთრის სუსხის მიუხედავად ფეხიც თითქმის არ აწუხებდა , ტკივილი თითქმის არასდროს ტოვებდა თუმცა ახლა სუსტ ფეთქვამდე იყო ჩაწყნარებული . იცოდა რომ ინეჟი ჯერ კიდევ ბირჟიდან მოსდევდა კუდში . მაგრამ ჯიმინმა თავი ისე მოაჩვენა , თითქოს ვერ ამჩნევდა . გოგონა როცა მზად იქნებოდა სამალავიდან გამოვიდოდა , ჩვეულებრივ ჯიმინს სიჩუმე მოსწონდა . საერთოდაც დიდი სიამოვნებით ამოუკერავდა ხალხის უმეტესობას პირს . მაგრამ თუ ინეჟი მოინდომებდა საკუთარის მდუმარების შეგრძნებას გაიძულებდა , ეს კი ნერვებზე მოქმედებდა . ჯიმინმა ამას მთელი გზა , ზენცბრიჯის რკინის მოაჯირებამდე გაუძლო . ხიდის გისოსებზე საგულდაგულოდ განასკვული თოკის ნარჩენები შერჩენილიყო . მეზღვაურების ლოცვა უკან მშვიდობით დასაბრუნებლად ცრუმორწმუნეობრივი სისულელე . ბოლოს ჯიმინი დანებდა და თქვა :
YOU ARE READING
Proper Thieves. JK.JM
Actionკეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ . ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი "იქურდებს" , და სკივდილსაც გადაურჩება , თუმცა ,პაკ ჯიმინს ჯეიონ ჯონგუკი სჭირდება .