ჯონგუკი ახლა უფრო მეტად წააგავდა მკვლელს ვიდრე ოდესმე. მისი შიშველი ტორსი ფოლადისგან გამოკვეთილს ჰგავდა, ადრე ჯონგუკს კანი ოქროსფერი-თაფლისფერი ჰქონდა. ახლა კი უსიცოცხლო თეთრის შესახედაობა ჰქონდა. თმაგა ზრდოდა, მუქი ნახშირისფერი კულულები მხრებზე აქვს დაფენილი. ბიჭმა მაყურებელს მრისხანე მზერა მოავლო და ბობრალი ისეთი ძალით დაატრიალა ლამის მოგლიჯა.
ტიკ, ტიკ, ტიკ, ტიკ. გველები, ვეფხვი, დათვი, ტახი. ბორბალი მხიარულად ტიკტიკებდა, შემდეგ შენელდა და გაჩერდა.
-არა_ წამოიძახა ჯიმინმა, როდესაც დაინახა სად გაჩერდა ისარი.
-უარესზეც შეიძლებოდა გაჩერებულიყო_შეახსენა ინეჟმა._ მაგალითად ისევ უდაბნოს ხვლიკზე. ჯიმინმა თითები მომუშტა და იგრძნო როგორ დაეჭიმა კუნთები. ნინა შებრუნდა თვალები დახუჭა და ყურებზე ხელები აიფარა.
-მგონი უნდა გააჩერო..
-თუ გადარჩება, ჯონგუკს ამადგილს დღესვე მოვაშორებ, მაგრამ ახლა საკუთარ თავს თავად უნდა მიხედოს.
გუშაგმა ჯონგუკს ბორკილები მოხსნა და ჯაჭვების ჩამოცვენისთანავე გაქრა ადგილიდან. ბრბო ღრიალებდა და ფეხებს აბაკუნებდა. მაგრამ ჯონგუკი ჩუმად და გაუნძრევლად იდგა, თვალებში სიძულვილის გარდა არაფერი ეტყობოდა, წამით მისი მზერა დამშვიდდა და კონცენტრირდა, მარჯვნიდან გალიის კარი მაღლა აიწია. ის ისევ გაუნძრევლად იდგა, მაშინაც კი როდესაც გალიიდან სამი მგელი გამოვარდა_ აღრენილნი და სისხლმოწყურებულნი, ჯონგუკისკენ გაქცევას ერთმანეთს ასწრებდნენ .
უკანასკნელ წამს ჯონგუკი ძირს გაწვა , პირველი მგელი ტალახში ჩააგდო . შემდეგ მარჯვნივ გადაგორდა და წინა მეომრის მიერ დატოვებული სისხლიანი დანა აიღო . ბიჭი მარდად წამოიჭრა ფეხზე და დანა მოიმარჯვა, ჯიმინი გრძნობდა რამდენად არ უნდოდა მას იარაღის გამოყენება. ჯონგუკს გვერდით ჰქონდა თავი გადახრილი და გარშემო მგლებს აკვირდებოდა , მის შავ თვალებში ვედრება იკითხებოდა : თითქოს მათთან უსიტყვო მოლაპარაკებას ცდილობდა . მისი თხოვნა რაც არ უნდა ყოფილიყო შეუსმენელი დარჩა . მარჯვნიდან მგელმა შეუტია. ჯონგუკი დაიხარა შეტრიალდა და დანა მუცელში გაუყარა , მგელი მიწაზე წკმუტუნით გაგორდა . ბიჭი მის ხმაზე შეკრთა . მესამე მგელმა ის ძირს დასცა და კბილები მხარში ჩაასო. ჯონგუკიგადაგორდა და მგელი თან გაიყოლა. ჯიმინი თვალმოუშორბლად აკვირდებოდა. არცერთი წამით არ დაუხუჭავს თვალი , გრძნობდა რომ თითქოს თუ მოდუნდებოდა ჯონგუკი წააგებდა. ცხოველმა კბილები გააღრჭიალა მაგრამ ბიჭმა დროულად იმოქმედა, მგელს პირი გაუღო , _ ხელებზე ვენები დაებერა. გაისმა შემზარავი ხმა, ბრბომ იღრიალა. ჯონგუკი მგლისთავზე დაიხარა, ცხოველს ყბებიჰქონდა მომტვრეული და აგონიაში იგრიხებოდა, ბიჭმა დიდი ქვა აიღო და ცხოველის ტანჯვაც დაასრულა. მგელმა მოძრაობა შეწყვიტა და ჯონგუკის მხრებიც მოეშვა. ისევე როგორც ჯიმინის. მხოლოდ მან იცოდა ბიჭს ეს რად დაუჯდა.. ის ხომ დრიუსკელი იყო, დრიუსკელები კი მგლებს მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევდნენ, წმინდანებად აღიქვამდნენ. პირველი მგელი გონს მოვიდა და წრეზე დაიწყო სიარული. "ფრთხილად ჯონგუკ!" _ გაიფიქრა ჯიმინმა. ბიჭი ფეხზე კი წამოდგა მაგრამ ძალიან ნელა მოძრაობდა და დაქანცული ჩანდა. ბრძოლაზე არ ფიქრობდა. მისი მოწინააღმდეგენი რუხი მგლები იყვნენ გრძელფეხება და ველურები. დანა აღარ ჰქონდა ხელში მხოლოდ დასისხლიანებული ქვა ეჭირა. გადარჩენილი მგელი კი არენაზე იარაღების გროვის წინ დააბიჯებდა. მგელმა თავი დახარა და დაიღრინა.

YOU ARE READING
Proper Thieves. JK.JM
Aksiკეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ . ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი "იქურდებს" , და სკივდილსაც გადაურჩება , თუმცა ,პაკ ჯიმინს ჯეიონ ჯონგუკი სჭირდება .