Chapter 7

34 4 0
                                        


ჯიმინი გონებაში წუთებს ითვლიდა , ბოლოს ნინას მსუბუქად გაჰკრა ხელი :

-მზად ხარ ? ჯერ გუშაგი.

-რამდენად დაბლა?_ ანუ "რამდენად დიდი ზიანი გინდა მიადგეს?"

-თვალ დახუჭული _ "გონება დააკარგვინე მაგრამ სინამდვილეში არაფერი ავნო"

ყველანი პაკს გაჰყვნენ იმ თაღისკენ რომლიდანაც აქ შემოვიდნენ , სანახაობით მოცულ ხალხს არაფერი შეუმჩნევია.

-ესკორტი გჭირდებათ ? _ ჰკითხა გუშაგმა მათი მოახლოებისას . 

-ერთი კითხვა მაქვს _უპასუხა ჯიმინმა , ნინამ მოსასხამის ქვეშ ხელები ასწია გუშაგის ძარღვებში სისხლი და მისი ფილტვები იგრძნო _ მართალია რასაც დედაშენზე ლაპარაკობენ?.

ნინამ იგრძნო როგორ აუჩქარდა გუშაგს პულსი და ამოიხვნეშა. -აუცილებელია ყველაფრის გართულება ?

ჯიმინმა ჩაიცინა .

გუშაგმა წინ გადააბიჯა , პისტოლეტი ამოიღო .

-რა თქვი ? მე... _თვალები დაეხარა_ შენ არ ... _ ნინამ პულსი შეუნელა და ისიც წინ გადაყირავდა .

ჯიმინმა ის მანამ დაიჭირა სანამ ძირს დაეცემოდა , ნინამ გუშაგის მოსასხამი მოახურა რომელიც ცოტახნის წინ ჯიმინს ეცვა , ამ მოსასხამის ქვემოდან გუშაგის უნიფორმის დანახვა დიდად არგაჰკვირვებია .

-არ შეგეძლო უბრალოდ საათი ან რამე გეკითხა ? _დაინტ ერესდა გოგონა ._ და ეგ უნიფორმა საიდან მოიტანე ? 

გუშაგს შეშლილის ნიღაბი გაუკეთეს და უკანა კედელთან მდგარ , გრძელ სკამთან დატოვეს . ჯიმინმა უნიფორმის მაჯები გაისწორა.

-ნინა, ხალხს უყვარს როდესაც ლამაზ სამოსიან ადამიანებს ემორჩილებიან . ქალაქის დარაჯის უნიფორმაც მაქვს, ნავსადგურის პოლიციელისაც და ყველა ვაჭრის მოსასხამიც, წავედით .


ოთხივენი დერეფანში შეძვრნენ . იქით არ შეუხვევიათ საიდანაც მოვიდნენ ამის მაგივრად ჯიმინმა ისინი საათის ისრის საპირისპიროდ წაიყვანა, ძველი კოშკის გარშემო. ყოველ თაღთან განლაგებული გუშაგები მათ ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ , მაგრამ რამდენიმე მათგანმა მისალმების ნიშნად თავი დაუქნია ჯიმინს, რომელიც ძალიან სწრაფად მიაბიჯებდა და სახე საყელოში ჰქონდა ჩამალული, მალევე მან შეჩერება და ორ თაღს შორის დამალავა უბრძანა სამეულს .საკნიდან ექიმი გამოვიდა, ორი გუშაგის თანხლებითრომელთაგან ერთს ფარანი ეჭირა .

Proper Thieves. JK.JMWhere stories live. Discover now