Chapter 2

67 8 1
                                        

ჯიმინს ამიაკის მძაფრ სუნზე გამოეღვიძა . როგორც კი გონს მოვიდა თავი უკან გადააწევინეს .მის წინ უნივერსიტეტის ექიმის ხალათში გამოწყობილი კაციიდგა . ხელში საყნოსავი ფლაკონი ეჭირა და ჯიმინს ცხვირთან უტრიალებდა . სიმყრალე უბრალოდ აუტანელი იყო 

-მომშორდი _დაიღრიალა ჯიმინმა 

ექიმმა გულგრილი მზერა ესროლა და ფლაკონი ტყავის ტომსიკაში ჩადო , ჯიმინმა თითები შეარხია , მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება შეეძლო , ხელებით უკან , სკამზე იყო მიბმული. რითიც არ უნდა გაეჭყიპათ თავს ისე გრძნობდა როგორც მთვრალი . ექიმი გვერძე გავიდა და ჯიმინმა თვალები ორჯელ დაახამხამა . როგორც კი მზერა გაწმინდა მიმოიხედა , როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს მდიდრულად მორთულ ოთახში იმყოფებოდა, "შავი ბუნიკების" ან რომელიმე მეტოქის ბანაკში გაღვიძებას ელოდა , მაგრამ ეს კასრის მოჩვენებითი ბრწყინვალება ნადვილად არ იყო . ასეთი მორთულობისთვის უზარმაზარი თანხები იყო საჭირო _ აქაფებული ტალღებისა მფრინავი თევზების ფორმის წითელი ხის ჩუქურთმიანი პანელები . წიგნებით სავსე თაროები , ტყავის ალათის მქონე ფანჯრები და , ჯიმინი თითქმის დარწმუნებული იყო , რომ კედელზე დეკაპელის ორიგინალი ეკიდა _ ზეთში შესრულებული ერთერთი პორტრეტი_ ზედ გამოსახული მუხლებზე წიგნი გადაშლილი ქალით და მისფეხებთან მიწოლილი კრავით. კაცი რომელიც მას ფართო მაგიდის უკნიდან უყურებდა მდიდარ ვაჭარს წააგავდა . მაგრამ თუ ეს მისი სახლი იყო , კარს ქალაქის შეიარაღებული დარაჯები რატო იცავდნენ ? "ეშმაკმა დალახვროს _ გაიფიქრა პაკმა _ დამაპატიმრეს ?" თუ ასე იყო მაშინ ვაჭარს სიურპრიზი ელოდა , ინეჟის წყალობით კერჩის ყველა მოსამართლეს იცნობდა და საბჭოს უმაღლეს წევრებზე ყველაფერი იცოდა . საკანს მზის ამოსვლამდე დატოვებდა , თუმცა , საკანში კი არ იჯდა სკამზე იყო მიბმული . რა ჯანდაბა ხდებოდა ? კაცი ორმოციოდე წლის იქნებოდა , თუმცა , ლამაზი სახით , როგორც კი ჯიმინმა მზერა გაუსწორა ჩაახველა და საუბარი დაიწყო.

Proper Thieves. JK.JMWhere stories live. Discover now