ჯიმინი ძველი "მეგობრის" სანახავად გაემართა. "თეთრი ვარდის სახლი" დასავლეთ გვირგვინში ერთერთი ყველაზე მდიდრული დაწესებულება იყო . საკუთარი ნავსადგომი ჰქონდა , თეთრი მარმარილოს ელვარე ფასადი კი სიამოვნების სახლზე მეტად ვაჭრის სასახლისას წააგავდა . ფანჯრებს თეთრი ხვიარა ვარდები ალამაზებდა , რომელთა მძაფრი ტკბილი არომატით არხის ეს ნაწილი გაჯერებული იყო . სალონში სუნამოს სურნელი ტრიალებდა . ალებასტრის უაზრმაზარ ლარნაკებში ისეთივე თეთრი ვარდები ეწყო , როგორებიც გარეთ ყვაოდა , კაცები და ქალები სპილოსძვლისფერ დივნებზე ისხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ .შესასვლელში მდგარ ბიჭს ხავერდის ფერი კოსტუმი ეცვა და საღილეში თეთრი ვარდი ჰქონდა გარჭობილი . თვალების გარდა ყველაფერი ალბინოსისას მიუგავდა , მაგრამ ჯიმინა იცოდა , რომ იგი აქ მომუშავე გრიშას სასახლის დეკორაციის მიიხედვით იყო გამოწყობილი.
-ბატონო პაკ _ წარმოთქვა მან _ ნინა ახლა კლიენტთანაა.
ჯიმინმა თავი დაუქნია და ვარდის ბუჩქიანი ქოთნებით მორთულ დერეფანში შეძვრა , თან თავს ძლივს იკავებდა,რომ ცხვირზე საყელო არ ეფარებინა ჯიმინმა , მცენარეებიანი ქოთნებში უკან. პამელა თითები გადაუსვა და ღილაკს ცერა თითი მიაჭირა . პანელი გასრიალდა და ბიჭიი მხოლოდ იქაური პერსონალისთვის განკუთვნილ სპირალურ კიბეზე ავიდა . ნინას ოთახი მესამე სართულზე იყო . ჯიმინი მისი ნომრის წინ გაჩერდა პირდაპირ მდებარე კედელს მიეყუდა და ჭერს ახედა , ლამაზი ფორმებით მორთული წრიულად გამოჭრილი კლდის მსგავსი. ორ წუთში კარი იხსნება და იქედან მელოტი კაცი გ ამოდის , სტუმარი დერეფანში როგორც კი უჩინარდებ ა ჯიმინიც ნინას კარზე აკაკუნებს. გოგონამ კარი ფრთხილად , ჯაჭვის მოუშორებლად გახსნა .
-აჰ, შენ ხარ.
გოგონას მისი ნახვა დიდად არ გახსენებია , მაგრამ რა გასაკვირია . ოთახის ზღურბლზე , პაკ ჯიმინის გამოჩენა კარგის მომასწავებელი არასდროს იყო . ჯაჭვი შეხსნა . და ბიჭს შესვლის ნება დართო თვითონ წითელი კეფტა გაიხადა , რომლის ქვემოდანაც ისეთი თხელი პერანგი გამოჩნდა ქსოვილისაც ვერ დაუძახებდი , ნინას საერთოდ არ აინტერესებდა , რომ ზედმეტად ღიად ეცვა თანაც თინეიჯერის წინ , გოგონა ოთხი წლით უფროსი მაინც არის თუმცა წლოვანება არაფერს ნიშნავს როდესაც ის ჯიმინია . ამას დამატებული გოგონას ყოველთვის ჰქონდა უცნაური შეგრძნება როდესაც ჯიმინთან ერთ სივრცეში იყო . ოთახში მარტონი უკვე ზედმეტია თუმცა არა ჯიმინისთვის. გოგონა მაგიდასთან სავარძელში ჩაეშვა , მოელვარე ქვებით მორთული ფლოსტები გაიძრო და ტერფები რბილ ხალიჩაში ჩაასვენა .
YOU ARE READING
Proper Thieves. JK.JM
Aksiკეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ . ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი "იქურდებს" , და სკივდილსაც გადაურჩება , თუმცა ,პაკ ჯიმინს ჯეიონ ჯონგუკი სჭირდება .