ჯონგუკი ისევ სიზმარს ხედავდა , ჯიმინი ესიზმრებოდა. ძირითადად სიზმრებში მას დასდევდა , თითქოს მისი დაჭერა უნდოდა. შემდეგ ეხვეოდა კოცნიდა . ჯიმინი სიცილით მირბოდა , უკანაც ხშირად იყურებოდა , როგორც კი ჯონგუკი მიუახლოვდებოდა , ჯიმინი ყვიროდა და ხტებოდა ისე თითქოს ეს ყველაზე კარგი თამაში იყო , ეს არ ჰგავდა იმას რომ მას გაქცევა უნდოდა , თითქოს უნდოდა , რომ ჯონგუკს დაეჭირა , თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მისი სხეულის ქვეშ მოქცევა უნდოდა . სასიამოვნო სიზმრებში მას ძირს აგდებდა და ახრჩობდა , აკვირდებოდა როგორ ქრებოდა სიცოცხლე საძულველ თვალებში . როგორც იქნა ! როგორც იქნა ! კოშმარებში კი ერთმანეთს კოცნიდნენ . ამ სიზმრებში ჯიმინი კი არ ებრძოდა , არამედ იცინოდა , თითქოს მისი დევნა მხოლოდ და მხოლოდ თამაში იყო.
-ჯონგუკ _ დაიჩურჩულა ბიჭმა მისი ხავერდოვანი ხმით ლამაზი ტუჩებიდან . ეს ყველაზე უარესი სიზმრები იყო და როდესაც იღვიძებდა , საკუთარი თავის თითქმის ისევე სძულდა , როგორც ბიჭი . სძულდა რადგან ღალატობდა თავის თავს , საკუთარ ქვეყანას , თუნდაც სიზმარში ... მაგრამ მის რაღაც ნაწილს , ჯიმინი ისევ სწყუროდა , ეს უკვე მეტისმეტი იყო . ამღამინდელი სიზმარი საშინელი გახლდათ , ჯიმინს მისთვის უკვე საშინელი პიროვნებებოს უნიფორმა ეცვა , სახიდან თმებს აშორებდა , გრძნობდა რომ თავსაც იკავებდა -ჯონ..
ჩურჩულებდა .
-ჯიმინ _მოახერხა რომ ხმამაღლა ეთქვა .
-მხეცუნა _ ჯიმინი ფეხზე ადგა _ ბევრი დრო არ გვაქვს , ადექი უნდა წავიდეთ . ახლა უკვე სრული სერიოზულობით ამბობს ჯიმინი და ჯონგუკისკენ თვალს აყოლებს . ეს რომელი თამაში იყო ? რომელი ახალი სისასტიკე ? რამე წამალი გაუკეთეს ? რატომ ეჩვენება ჯიმინი ? ამ საზარელ ადგილას გადარჩენა სულ ცოტახნის წინ ისწავლა , ახლა კი ჯიმინი მისი ტანჯვის გასამრავლებლად მოვიდა . ბიჭი წინ გაექანა. იმდენად სწრაფად წამოდგა რამდენადაც მისმა ახლად შეხორცებულმა ჭრილობებმა მისცა უფლება . ჯიმინმა მანამ მოასწრო რეაგირება სანამ გუკი მისწვდებოდა მას . ჯონგუკმა ჰაერში სტვენის ხმა გაიგო , თითქოს რაღაცამ ჰაერი გააპო , შემდეგ კი მხარში აუტანელი სტკივილი იგრძნო , თითქოს პაწაწინა მუშტი ჩაარტყეს მაგრამ მთელი მარცხენა ხელიგაუშეშდა . დარტყმის სიმძლავრის გამო მუხლებზე დაეცა , პაკიმას ზემოდან დაჰყურებდა .

YOU ARE READING
Proper Thieves. JK.JM
Acciónკეტერდამში რასაც გინდა იყიდი თუ კი კარგი გადამხდელი ხარ . ყველაზე უკეთ კი ეს პაკ ჯიმინმა იცის , და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს , თუ კი "იქურდებს" , და სკივდილსაც გადაურჩება , თუმცა ,პაკ ჯიმინს ჯეიონ ჯონგუკი სჭირდება .