Chapter 3

29 5 1
                                        

ჯიმინი საკმარისზე დიდხანს იყო გამქრალი , ამიტომ ჩაბნელებულ წინაკარში შესვლისთანავე ხალხი გარს მოეხვია , რომელსაც მისთვის ჰეილსზე გამარჯვების მილოცვა უნდოდათ და იმის კითხვა სურდა , "შავ ბუნიკერებთან" დაკავშირებული სიახლეები თუ იყო .

-ხმები დადის , რომ ჰეილსი ჩვენზე თავდასასხმელად ბანდას აგროვებს _ თქვა დაბალმა

-აგროვის და იყოს _ ცხვირი აიბზუა მის გვერდით მდგომმა_ მისი სახელი ცელის ტარზე მაქვს ამოკვეთილი

-ჰეილსი ცოტახანს არაფერს მოიმოქმედებს_ თქვა დერეფანში იმწუთას შემოსულმა ჯიმინმა , ყოველთვის გამოსდიოდა ყურადღების მიპყრობა _ ქუჩებში ჩვენს წინააღმდეგ გამოსაყვანი ხალხი არ ჰყავს , ახალწვეულების დასაქირავებლად კი მისი ხაზინა მეტისმეტად დაცარიელებულია. და თქვენ "ყვავების კლუბში" არ უნდა იყოთ?

ერთი გამოხედვა საკმარისი იყო რომ ორივე ბიჭი ერთმანეთის მიყოლებით დაძრულიყვნენ ადგილიდან . ჯიმინი პერჰასკელთან სასაუბროდ გაემართა . კარზე კაკუნის შემდეგ გაისმა ჯიმინის მისალმება .

-ცოცხალი დაბრუნდი ?_ ჰკითხა მოხუცმა , სავარძელში იჯდა და ხელში ხომალდის მოდელს ატრიალებდა რომელსაც თითქმის მთელი წელი აწყობდა , როგორც უკვე , გვერდით ნახევარლიტრიანი ლაგერიანი ტოლჩა ედგა .

-მეხუთე ნავსადგურთან დაკავშირებით პრობლემები აღარ გვექნება .

ჰასკელმა ჩაიბუტბუტა და ისევ ხომალდს მიუბრუნდა .

-კარი დახურე.

ჯიმინმა კარი დახურა და ისევ მოხუცის წინ დადგა .

-ჯონთან საქმის გასარკვევად ნებართვა ჩემგან უნდა აგეღო.

-შენთვის რომ მეთქვა , შესაძლოა , ხმები დაყრილიყო...

-გვგონია მაგას დავუშვებდი ?

ჯიმინმა მხრები აიჩეჩა 

-ეს ადგილი კეტერდამში ნებისმიერი სხვა ადგილისგან არაფრით განსხვავდება. აქედანაც ჟონავს .

Proper Thieves. JK.JMWhere stories live. Discover now