ზურმუხტის სასახლე • 6

197 40 69
                                    

ნამჯუნი ისე უბღვერს ხოლმე, იუნგის უნდება ერთი კარგად ჩაარტყას. ბიჭი ისე უყურებს, თითქოს მთელი ნაციის განადგურებაში მიუძღვის წვლილი, იუნგის კი უბრალოდ ტახტზე ასვლა არ უნდა.

იუნგი როგორც კი ითხოვს პლანშეტს აძლევენ, თავიდან ისე უყურებს თითქოს რამე უცხო იყოს, ლამის მისი გამოყენება დაავიწყდეს იმდენი ხანი თვალით არ უნახია... შემდეგ ახალ ამბების საიტზე  შედის და ახალ ამბებს მიუყვება. მის სიკვდილზე დღემდე საუბრობენ, ფანები ისევ ვიდეო ედითებს აკეთებენ, სტატიები მასზე ისევ იწერება, მის სოციალურ მედიაში ათასობით კომენტარებია...

იუნგი საწოლში იკუნტება. ვიქტორიასთვის თავისუფლება იყო, ისევე ალბათ, როგორც მისი ფანების უმეტესობისთვის, იუნგისთვის კი თავად მუსიკის შექმნის შესაძლებლობა იყო თავისუფლება.

- ჰიონ... - ვითომ თეჰიონის არ ესმის, როცა საბნის ქვეშ იკუნტება და ფანების ტკივილით სავსე კომენტარებს კითხულობს. ბავშვით, გულამოსკვნილი ტირის, შეუძლებელია ცრემლები არ წამოუვიდეს მათი კითხვისას.

"ვიქტორია არასდროს გაგიშვებს. ერთხელ ეგონა, რომ დაგკარგა, ერთხელ ეგონა რომ ხელი გაგიშვა, მეორედ ამას აღარ გააკეთებს. ეგოისტი იქნება, სხვა ფანებისთვის არ გაგიმეტებს, მხოლოდ მისთვის ენდომები. ფანი, რომელსაც ამხელა ძალაუფლება აქვს შენი აზრით გაგიშვებს? " - ისევ ჰოსოკის ხმა ჩაესმის და იცის, რომ კაცი სრულებით მართალია.

იუნგი ჭამს, იძინებს და ისევ კომენტარებს კითხულობს. ასე კიდევ სამი დღე, სანამ ტირილისგან და დაღლილობისგან ჩაღამებული თვალების გამო თეჰიონი ხელიდან არ გლეჯს პლანშეტს.

- ხვალ ვიქტორია ბრუნდება, ასე აპირებ შეხვდე?!

იუნგის კიდია, რომც დედოფალი მოდიოდეს... ოჰ მოიცა, ის ხომ მომავალი დედოფალია. მით უმეტეს, ჰკიდია!

- დამიბრუნე.

- მე არაფერს აკრძალვა არ შემიძლია, მაგრამ თუ ვიქტორიას ვეტყვი...

Emerald Castle Where stories live. Discover now