იუნგი იციცქნება. თითქმის არაფერს ჭამს, ახლა რამონი უფრო გაახარებდა და მას უფრო გემრიელად შეჭამდა, ვიდრე ამ რაღაცას, რასაც გემოს სულ ვერ ატანს.
მაგიდის თავში ვიქტორია ზის, მის გვერდით იუნგი დასვეს, იუნგის მოპირდაპირედ ჯიმინი, თეჰიონმა ჩურჩულით აუხსნა, რომ მის გვერდით ჯდომა ყველაზე მიახლოებულ ადამიანებს შეუძლიათ, მგონი სწორედ ამიტომ უყურებენ სხვები ასეთი უკმაყოფილო სახით... ვიღაცას ადგილი წაართვა. მის გვერდით მონაკოს პრინცესა ზის, მის მოპირდაპირედ საუდის არაბეთის პრინცი. იუნგის მისი გაფუჭებული მადა არ ეყოფოდა, მათი მზერის გამო ლამის საჭმლის გადაყლაპვაც კი უჭირს.
მათ საუბარში არ ერთვება, არაფერი ესმის... განა ენა არ ესმის? ესმის, ინგლისურად საუბრობენ, მაგრამ ისეთ უცნაურ რაღაცეებზე რაც არამარტო შიდა პოლიტიკას, არამედ მსოფლიოსაც ეხება. მუსიკაზე რომ ლაპარაკობდნენ, გაიგებდა, ალბათ ჩაერთვებოდა, თუმცა სინამდვილეში არაფერი იცის სამეფო ოჯახების გავლენაზე.
ერთადერთი რაც გაიგო, სინამდვილეში არცერთი პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, ყველაფერს სამეფო ოჯახების გაერთიანება მართავს, რომელის ყველაზე გავლენიანი ადამიანებიც ახლა მასთან ერთად სხედან სასადილო მაგიდასთან.
ვიქტორია ერთხელაც არ უყურებს, მთელი საუზმის განმავლობაში მისკენ ერთი მზერაც კი არაა მომართული. იუნგის დაძაბულობა ნელ-ნელა ქრება, ყურადღებას აღარ აქცევენ, მხოლოდ საქმეზე საუბრობენ... სადღაც ახალი ომი უნდა დაიწყოს, სადღაც უნდა დამთავრდეს, სადღაც ეკონომიკური კრიზისის დაწყებას აპირებენ და ასე შემდეგ. იუნგის ძლივს გამოაქვს მათი საუბრიდან აზრი. საერთოდ რატომაა აქ? არ ჯობდა, რომ მის ოთახში დარჩენილიყო და იქ მოეტანათ საჭმელი, ისევე როგორც ჯიმინის სახლში?
იუნგი თავსაც არ წევს, როცა ოთახიდან ყველა გადის ვიქტორიას, ჯიმინის და მსახურების გარდა, ისევ მის თეფშს დაჰყურებს და მისთვის უგემურ საჭმელს აწვალებს.
YOU ARE READING
Emerald Castle
Historyczneმესამე ცხოვრება იუნგი ცნობილი რეპერია, ჰგონია რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი გამოსცადა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალი ესპანეთის დედოფალისთვის მოიტაცებდნენ. 🟡 WARNING!!! 🟡 ⚠️აიდოლის ხასიათები და ქცევები არ შეესაბამება მი...