იუნგი ოხრავს, როცა ვიქტორიას მონდომებას ხედავს : საღამოს პლაჟზე ვახშმობენ, სანამ მზის ჩასვლას უყურებენ, იუნგის მხარეს კორეული საჭმელები დგას, ვიქტორია კი მისთვის საყვარელ კერძებს შეექცევა. ვიქტორია შამპანურს სვამს, იუნგის მხარეს კი სოჯუ დგას, ლუდიც, სხვა სასმელებიც, მაგრამ იუნგი სასმელს პირს არ აკარებს.
- ვიფიქრე სასმელი გესიამოვნებოდა. - ინტერესით აღნიშნავს ვიქტორია, როცა ამჩნევს, რომ იუნგი სასმელს არ ეკარება.
- გინდა, რომ დამათრო? - ზედმეტად ცივად გამოსდის ბიჭს და ამას მაშინ ხვდება, როცა გოგონა კრთება და მაშინვე მზერას არიდებს.
- საიდან მოიგონებ ხოლმე, აზრადაც არ მქონია, უბრალოდ ვიფიქრე რომ ამდენი ცუდი დღის შემდეგ დალევა არ გაწყენდა. მაგრამ, როგორც ჩანს შევცდი ...- ტუჩებს კუმავს და მსახურებს ანიშნებს წაიღეთო.
- სოჯუ იყოს. - ნებდება იუნგი, როცა ბოთლების აცლას იწყებენ. მსახური, რომლის სახელიც არ იცის მის პრინცესას გაჰყურებს, გოგონა თავს უქნევს, მსახური სოჯუს ტოვებს და ყველა დანარჩენი სასმელი გააქვს.
- დალევას არ აპირებ?- ხუთი წუთის შემდეგ ეკითხება ვიქტორია. იუნგი მხოლოდ ახლა იაზრებს, რომ ამ ხუთი წუთის განმავლობაში სასმელს მიშტერებოდა.
- საძინებელში დავლევ.
- შეგახსენებ, იმ საძინებელში მეც მძინავს. თუ ფიქრობ, რომ აქ არ ხარ უსაფრთხოდ...
- უსაფრთხოდ თავს არსად აღარ ვგრძნობ და შენ არაფერ შუაში ხარ. - კბილებში ცრავს იუნგი. - სამყარო შენს გარშემო არ ტრიალებს.
- სამყარო შეიძლება არა, მაგრამ მსოფლიო ჩემს ირგვლივ ტრიალებს და თუ მოგინდება შემიძლია...
- გაჩუმდი. - კბილებში ცრავს იუნგი, ვიქტორია ოხრავს. - ნუთუ არ დაიღალე? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არც ტახტი მჭირდება და არც მსოფლიოს ფეხებთან დაფენა და არც მისი ჩემს ირგვლივ ტრიალი!
YOU ARE READING
Emerald Castle
أدب تاريخيმესამე ცხოვრება იუნგი ცნობილი რეპერია, ჰგონია რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი გამოსცადა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალი ესპანეთის დედოფალისთვის მოიტაცებდნენ. 🟡 WARNING!!! 🟡 ⚠️აიდოლის ხასიათები და ქცევები არ შეესაბამება მი...