- როგორი იყო შხაპი შენი მარჯვენა ხელის დახმარებით? - ვიქტორიას დამცინავი ხმა ნერვებს უშლის. საერთოდ რატომ იფიქრა, რომ ვიქტორია ვერ მიხვდა სინამდვილეში რატომ შევარდა სახლში, განსაკუთრებით კი შხაპში?
- მშვენიერი. - კბილებში ცრავს და გვერდით უჯდება. გრძელ დივანზე ნურუც გაწოლილა და მთქნარებით შეჰყურებს ტელევიზორს.
- ეჭვიც არ მეპარება. - ეცინება ვიქტორიას.
- მეგონა შენ და ჯიმინი საუკეთესო მეგობრები იყავით. - ცდილობს ლაპარაკი იმ თემაზე გადაიტანოს, რაც მართლა აინტერესებს. ვიქტორია ტუჩებს კუმავს, თითქოს ფიქრობს კიდეც, თქვას თუ არა.ბ
- იმპერატორებს მეგობრები არ ჰყავთ, მხოლოდ დროებითი მოკავშირეები. - კბილებში ცრავს, ტელევიზორს ისე აშტერდება, თითქოს სურს შუაში გაბურღოს. - იმპერატორებისთვის სიყვარულით ქორწინება და მეგობრები ფუფუნებაა, რომელმაც შეიძლება ის დაღუპოს.
- ანუ შენი მეგობარი არაა...
- მე მეგობრები არ მყავს, იუნგი. - მისკენ იხედება, იუნგი კი მის ნაცრისფერ თვალებში ჩამდგარ ნაღველში და სევდაში იკარგება. - მყავს მოკავშირეები, მსახურები და მტრები, იმის იქით არავინ.
- ნუთუ არასდროს გამოგიცდია ვინმესთან გულწრფელი ყოფილიყავი?
- მხოლოდ შენთან. - ეღიმება ვიქტორიას. - ვიჯექი ხოლმე და შენს ფოტოებს ვანდობდი ყველაფერს. - მზერას არიდებს. - ვერც კი ვოცნებობდი, რომ ოდესმე ჩემი კუმირი ჩემს გვერდით იჯდებოდა და მასთან ასე შევძლებდი საუბარს.
- შენი კუმირი იმ დღეს მოკვდა, როცა მოიტაცეს და მანქანაში ჩატენეს.
- თუ თავისუფლება წაართვეს?
- ჩემთვის თავისუფლება მუსიკის შექმნის შესაძლებლობა იყო და კი, ესეც წამართვეს.
- სწორედ ამიტომ არ გინდა ტახტზე ასვლა?- იუნგი ოხრავს, როცა ვიქტორიას მომლოდინე მზერას ხედავს და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. - ესეიგი სწორი ვარ. წამომყევი.

YOU ARE READING
Emerald Castle
Tiểu thuyết Lịch sửმესამე ცხოვრება იუნგი ცნობილი რეპერია, ჰგონია რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი გამოსცადა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალი ესპანეთის დედოფალისთვის მოიტაცებდნენ. 🟡 WARNING!!! 🟡 ⚠️აიდოლის ხასიათები და ქცევები არ შეესაბამება მი...