თვალები უშველებელ საწოლში გაახილა და მაშინვე წამოიწია, თავი სტკიოდა, თვალებში ძლივს იხედებოდა.
" არ დააზიანო, ნაკაწრიც რომ ჰქონდეს, მოგვკლავენ! - ყურებში ისევ ის უცნობი ხმა ჩაესმის, რომელიც მაშინ გაიგო, როცა შავი ნაჭერი ჩამოაფარეს თავზე და გათიშეს.
ყველაფერი ზედმეტად უცნაურად დაიწყო, კონცერტის შემდეგ, გვიან ღამე მისი დაცვა სადღაც გაქრა, იუნგის კი თავის ტკივილის წამალი სჭირდებოდა, სასტუმროსთან მოძებნა 24 საათიანი აფთიაქი და წავიდა, რადგან არც მენეჯერი პასუხობდა.
თეთრი ფურგონი და ხელიდან გავარდნილი წამლების შეფუთვა უკვე ბუნდოვნად ახსოვს, თავი უსკდებოდა, თვალებს ღიას ძლივს იჭერდა, როგორც ჩანს საკვებში რაღაც ჩაუყარეს, რადგან ასე არასდროს ყოფილა... მაგრამ საჭმელი ნომერში მენეჯერმა მოუტანა. თეთრი ფურგონიდან გადმოსული მამაკაცები დიდად არც ახსოვს, ისე სწრაფად შებოჭეს და ისე სწრაფად ჩამოაფარეს თავზე შავი ნაჭერი, რომელიც საზიზღარი სუნის სითხით იყო გაჟღენთილი.
ისედაც ცუდად მყოფი იუნგი, ერთ-ორ ამოსუნთქვაში გათიშა.
ბიჭმა ირგვლივ მიმოიხედა, უშველებელი საწოლი, ცხოვრებაში რომ არასდროს უნახია იმხელა ( ალბათ ამ საწოლზე ოცი ადამიანი ერთდროულად დაეტეოდა.) , მინიმუმ ხუთი მეტრი სიმაღლის ჭერი მოოქროვილი ორნამენტებით, დიდი ლურჯი, ოქროსფერი ორნამენტებიანი ფარდები, რომელებიც სანახევროდ იყო გადახსნილი, ხუთ მეტრიანი ფანჯრები, რომლებიც იატაკის ძირიდან იწყებოდა და ჭერთან სრულდებოდა, ძვირადღირებული ნახატები, რომელიც აშკარად ან მოოქროვილ ან ოქროს ჩარჩოებით ეკიდა კედლებზე... იუნგი მდიდარი იყო, მაგრამ ასეთი სიმდიდრე მაინც არასდროს ენახა.
პირველი რაც გააკეთა, საწოლიდან გადმოსვლა სცადა და ხუთი წუთი მაინც მოანდომა ამ საქმეს, რადგან საწოლი მართლაც უშველებელი იყო, შემდეგ კი სხეულზე მისი ტანსაცმლის ნაცვლად აბრეშუმის თეთრი პიჟამოები შენიშნა, მკერდზე უცნაური გერბით. ბიჭი შეკრთა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. მთაგორიან ადგილას იყო, აშკარად არა ამსტერდამში, სადაც კონცერტი ჰქონდა.
YOU ARE READING
Emerald Castle
Ficción históricaმესამე ცხოვრება იუნგი ცნობილი რეპერია, ჰგონია რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი გამოსცადა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალი ესპანეთის დედოფალისთვის მოიტაცებდნენ. 🟡 WARNING!!! 🟡 ⚠️აიდოლის ხასიათები და ქცევები არ შეესაბამება მი...