ზურმუხტის სასახლე • 5

205 42 85
                                    

თეჰიონს მის ოთახში მოაქვს საჭმელი და უხერხულად ატყობინებს, რომ ოთახიდან გასვლის უფლება აღარ აქვს. იუნგი არც არაფერს ამბობს და არც სწყინს, ალბათ თვითონაც გაბრაზდებოდა, იმ ადამიანს, ვისი ფანიც იყო ზურგი რომ შეექცია და ყველაფერ იმაზე ეთქვა უარი, რასაც მთელი გულით სთავაზობდა.

დილაადრიან აღვიძებენ და ტონირებულ მანქანაში სვამენ, იუნგის საშინლად ეძინება, ამიტომ მადრიდიდან როგორ გადიან არ ახსოვს, მანქანაშივე ეძინება.

მეორედ უკვე პორტში აღვიძებენ და თხოვენ, რომ იახტაზე ავიდეს. იუნგის გონია, რომ ისევ რომელიმე სასახლეში წაიყვანენ, მაგრამ ცდება... ოჰ როგორ ცდება.

როცა თეჰიონი შორიდან პატარა კუნძულს აჩვენებს, რომელიც ყველა მხრიდან ზღვითაა გარშემორტყმული, იუნგი შოკირებული აშტერდება. თეჰიონი უხსნის, რომ  კუნძულზე მხოლოდ ერთი ოთხ სართულიანი სახლი დგას აივნებით და ორი პატარა, ერთსართულიანი სახლები მსახურებისთვის.

- იქ მხოლოდ მე და შენ, ოთხამდე მსახური და ათამდე დაცვა ვიქნებით.

- ვიქტორია? - მის ხსენებაზე თეჰიონი უხერხულად იშმუშნება.

- ვიქტორია არამგონია .

იუნგი კბილებს ერთმანეთზე აჭერს. ნუთუ ტახტზე უარის თქმით იმდენად გააღიზიანა გოგონა, რომ ვიქტორიამ სადღაც ჯანდაბაში გამოკეტა?

უკვე ღამდება, როცა კუნძულზე აღწევენ. თეჰიონი  მსახურებს აცნობს, დაცვის წევრებსაც, მაგრამ იუნგი მხოლოდ თავს უქნევს. თავის სამყაროშია... ხვდება, რომ აქ დაცვა მის დასაცავად კი არა შესაკავებლადაა. ვიქტორიას ჰგონია, რომ გაიქცევა? სად აქვს გასაქცევი რო?

სიბნელის და მიუხედავად მაინც ამჩნევს სახლის ირგვლივ პატარა ბაღს, გაჩახჩახებული სახლი სიბნელეში ანათებს.

- ცურვა თუ გიყვარს შეგიძლია სახლის წინ აუზში იცურაო ან ზღვაში, კუნძულის მეორე მხარეს დიდი პლიაჟია მოწყობილი.

Emerald Castle Where stories live. Discover now