ზურმუხტის სასახლე • 3

276 39 59
                                    

თითქმის ნახევარი საათი გადის, სანამ ოთახის კარი გაიღება და როგორც იქნა ნურუ თავს წევს. იუნგი შვებით ისუნთქავს ჰაერს და დაბუჟებული ფეხების გავარჯიშებას ცდილობს.

- მაგრამ გვეგონა მოგეწონებოდა!

- ჯიმინ, ის ცოცხალი ადამიანია და არა ცხოველი. - ყვირის გაბრაზებული გოგონა და მას უახლოვდება, ხელს მისკენ იწვდის და ყელსაბამს ეხება. - არანორმალურები ხართ.

- ის ყველასთვის უკვე მკვდარია, მოდი უბრალოდ მოიხმარე, როგორც გინდა!

- მასზე ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ნივთი იყოს! - გაბრაზებული უტრიალდება ვიქტორია და თვალებს უბრიალებს, ჯიმინი კრთება, ავტომატურად იხევს უკან და ტუჩებს კუმავს, რომ არაფერი თქვას.

- ცნობისთვის ჩემზე ლამის ყველა ღილაკი გამოცადა. - სიტყვას აკვეხებს იუნგი, ახლა მისი ჯერია გამოძვრეს და ჯიმინს მოხვდეს.

- რა ღილაკი? - იბნევა მაშინვე ვიქტორია და წინ ჩამოყრილ თმებს ყურს უკან იწევს.

- ყველა ღილაკი, რომელიც პულტზეა.  ამ ყელსაბამს პულტი მოჰყვება. - გაშეშებული ჯიმინისგან იხედება. - ჯიმინ, არ აპირებ პულტი მას მისცე? 

- ჯიმინ?- კბილებში ცრავს გოგონა. მისი ხმა გამაფრთხილებელად ჟღერს, ჯიმინი ოხრავს, პულტს ჯიბიდან იღებს და გოგონას უწვდის.

- ცნობისთვის მაგ პულტს რამდენიმე სიმძლავრის ელექტროშოკის გამოწვევა შეუძლია, შეუძლია ძლიერი სმენითი იარაღი გააქტიუროს, რომელიც მხოლოდ მე მესმის, მხედველობა ან სმენა წამართვას... - დროა ცეცხლზე ნავთი დაასხას, რადგან ხედავს როგორ უკანკალებს ბრაზისგან გოგონას ხელები. - შეგახსენებ, ყველა გამოცადა.

- ყველა არა... - ლუღლუღებს ჯიმინი.

- ორჯერ. - უარესს აკეთებს იუნგი და კრთება, როცა ვიქტორია ბიჭს სილას აწნის. ჯიმინი ბარბაცებს მაგრამ ხმას არ იღებს, თავს ხრის.

Emerald Castle Where stories live. Discover now