《1》

716 61 62
                                    

ჯონგუკი ჩვეულებრივი მოკვდავია სამყაროში, სადაც ადამიანების რასა უმცირესობას წარმოადგენს.
მრავალი წლის წინ, როდესაც ამოუხსნელი მიზეზით, რამდენიმე პორტალი გაიხსნა სამყაროში, უამრავმა მაგიურმა და მითიურმა არსებამ დაიდო ბინა დედამიწაზე.
ომით და სისხლით დაყოფილ კონტინენტებს ახლა თავიანთი მფარველები ჰყავს და ტერიტორიების განაწილების შემდეგ დადებულ სამშვიდობო ზავს, ყველა უპირობოდ იცავს.
მიწაზე დადებული ხელშეკრულება ექვს სამეფოს აერთიანებს.

სისხლისმსმელების სამეფო.

"რივერსანგი"

ტყავმცვლელების სამეფო.

"პულარსი"

ჯადოქრების სამეფო.

"უდელა"

გოლიათების სამეფო.

"გრანდისი"

რკინის სამეფო.

"ფერისი"

და

ფერიების სამეფო

"ამორტალისი"

აღარ არსებობს მოკვდავთა მიწები.
ახლა მოკვდავი ადამიანები ან მონები არიან, ან თუ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან, უფრო სარფიან სამუშაოს კიდებენ ხელს.

***

ახსოვდა, როგორ იქცეოდა ნაყოფიერი მიწა უნაყოფო და ხრიოკად, სწორედ მის ფეხებქვეშ, სწორედ მაშინ, როცა ფეხშიშველი გარბოდა თავის გადასარჩენად.
ისევ გრძნობდა ჩხვლეტის შეგრძნებას ფეხის გულებზე. იმდენად მძაფრი იყო შეგრძნება, ხშირად ქვევითაც იხედებოდა, ტყავის უხეშ ჩექმას ეჭვის თვალით აკვირდებოდა და მის ნამდვილობაში თავის დარწმუნებას ცდილობდა.
თხუთმეტი წელი და სრულიად არაფერი დაუკლია დროს მისი ტკივილისთვის.
თუმცა ახლა გაღიმება შეეძლო.
იმ უჯიშოებთანაც შეეძლო საერთო ენის გამონახვა, მის ირგვლივ მრავლად რომ ტრიალებდნენ.
სამეფოებს შორის მიმოსვლა  თავისუფალი იყო, მანამ მათი მოგზაურობის მიზეზი სამშვიდობო მისიას ემსახურებოდა.

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now