ზეცას გაჰყურებდა ჯინი მოქუფრული სახით. სმენა ბოლომდე დაეძაბა. სრულად აიგნორებდა ოკეანის ტალღების ხმას.
მისი სამიზნე ჯერ კიდევ შორეული ნაპირები იყო და ვიდრე რამეს გაიგონებდა, მანამდე სცემდა სისხლის სუნი, რომელიც ქარს მოჰქონდა ბრძოლის ველიდან.
სისხლი უკვე დაიღვარა და სამწუხაროდ ეს მხოლოდ მტრის სისხლი არ იყო.
მისი თანამებრძოლები, მისი სამეფოს მკვიდრნი, ისინი, ვინც თავიანთი ლიდერის გამო თავს გაწირავდენენ და ასეც იქცეოდნენ ამ წამს, სწორედ მაშინ როცა თავად ჯინს ჯერ მხოლოდ ზეცისთვის ცქერა შეეძლო.
მაშინ როცა მათი ლიდერი მხოლოდ დროზე დამოკიდებული არსება გახდა. ვერ უმკლავდებოდა დაბრკოლებას მანძილის სახით და მხოლოდ ლოდინი შეეძლო.
მხოლოდ შეეძლო ებრძანებია სრული სვლით გაეცურათ ამორტალისისკენ და მაინც, ეს არ იყო საკმარისი.
თითქოს საკუთარმა გამძლეობამ უმუხთლა სისხლისმსმელთა ლიდერს.
საკუთარმა ემოციებმა ხელი მჭიდროდ დარია და მოუთმენლობისგან მზად იყო ეყვირა.
იქნებ ასე მაინც მიეწვდინა ხმა თავისი ხალხისთვის.
ეგრძნობინებია, რომ მათ გვერდით იყო. მათთან ერთად იბრძოლებდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
მოულოდნელად ღრუბელი გადაიყარა მისი სახიდან და გასხივოსნდა იგი.
უკან მიიხედა.
ჯერ თეჰიონი დალანდა.
უცხო და მაინც ნაცნობი საკუთარი უმცროსი ძმა.
წელამდე შავი თმა ეფინა მხრებზე და ფერმკრთალი კანი საოცრად უბზინავდა.
მის ხელმეორედ დაბადებას გავდა და შეეძლო დაეფიცებინა სისხლისმსმელს, ამ წამსაც ისეთივე გრძნობა დაეუფლა, როგორც მაშინ, როცა პირველად იხილა ახალშობილი თეჰიონი.დიდხანს არ დაცალდა აღფრთოვანება ხილული სასწაულით.
მის უკან მაღალი სხეული აისვეტა.
საშიშად მომზირალი და კანი მისი დაეფარა ჯავსნისებრ ფარფლებს.
მძიმედ სუნთქავდა, იმდენად მძიმედ ბარაბნების დაკვრას გავდა ჯინის მგრძნობიარე სმენისთვის.შეამჩნია წამიერად როგორ მიეალერსა სხეული ხელის მტევნით ხელზე თეჰიონს და მთელი სისწრაფე ჯინისკენ აიღო.
სხეულიც კი შეუტოკდა სისხლისმსმელს. ეს თავდასხმისთვის მზადებას წააგავდა მისთვის, თუმცა სანამ თავის დაცვაზე გადავიდოდა სხეული მას გაცდა და პირდაპირ ღია ოკეანეში გადაეშვა.

YOU ARE READING
უდაბნოს ქარი
Fanfictionჯონგუკი ჩვეულებრივი მოკვდავია სამყაროში, სადაც ადამიანების რასა უმცირესობას წარმოადგენს. მრავალი წლის წინ, როდესაც ამოუხსნელი მიზეზით, რამდენიმე პორტალი გაიხსნა სამყაროში, უამრავმა მაგიურმა და მითიურმა არსებამ დაიდო ბინა დედამიწაზე. ომით და სისხლით...