《28》

104 24 8
                                    

სისხლის მდინარეები მიედინებოდა ამორტალისის მიდამოებში. წყლით შემოსაზღვრული მიწა უფრო სისხლით შემოსაზღვრულს ჰგავდა. გარშემო კლდეებივით აღმართულიყვნენ გოლიათები და არავის აძლევდნენ ფერიათა მიწაზე შესვლის საშუალებას. მყარად ეჭირათ საზღვრები, არც ფერიებს აძლევდნენ გამოსვლის უფლებას.
ერთი გოლიათი დაეცემოდა თუ არა ამორტალისელების შეტევის გამო, მის ადგილს მეორე იკავებდა და ასე უკვე რამდენიმე საათი იყო ვერცერთი მხარე დგამდა წარმატებისკენ ნაბიჯს.
მეორეს მხრივ გარეთ უფრო მეტად  დაუნდობელი იყო ბრძოლა. პულარსი, უდელა და რივერსანგი.
ჯადოქრებს დამცავი ველი შეეკრათ მებრძოლების ირგვლივ. უშუალო ბრძოლაში თავად არ ებმებოდნენ, თუმცა მათი შექმნილი ბარიერი წონიდა ძალას ტყავმცვლელთა მხარეს. სისხლისმსმელები თავიანთი სისწრაფის წყალობით, ადვილად პოულობდნენ სუსტ წერტილებს შექმნილ ბარიერებში, მაგრამ ეს ოდნავადაც არ იყო საკმარისი მტრის დასამარცხებლად.
უფრო მეტი მკვდარი რივერსანგელი ტივტივებდა წყლის ზედაპირზე, ვიდრე პულარსელი.
უფრო მეტი სისხლი იღვრებოდა სისხლისმსმელების, ვიდრე ტყავმცვლელების.

რედიკის სტრატეგია კარგად მუშაობდა, სულ რამდენიმე საათიღა იყო საჭირო, სასურველ შედეგამდე დაეყვანა ბრძოლის მსვლელობა პულარსელთა ლიდერს, შემდეგ კი მთავარზე გადავიდოდნენ.
ფერიების უკვდავება არაფერი იყო, თუ მათ ბრძოლისთვის ძალა აღარ ექნებოდათ. თუ საკმარისი გრანდისელი შეეწირებოდა მათ შეკავებას და ძალების გამოშრობას, შემდეგ უბრალოდ ადვილად შეძლებდა ამორტალისში შესვლას და მცირე წინააღმდეგობით ტაძრამდეც მალე მივიდოდა, სადაც ეჭვი ჰქონდა რომ მალავდნენ მეორე დრაკონს.

"თუ მეორე დრაკონი მართლა არსებობს, ის უნდა მოკვდეს!"

თვალებს გაჭირვებით ახელდა ჰოსოკი. ერთ-ერთი სახლის კედელს ამოფარებოდა იუნგისთან ერთად. მზისგან დამცავი მინებიც ვერ იცავდნენ მათ მგრძნობიარე ორგანოებს, თვალისმომჭრელი მაგიის ეფექტისგან.
კარგ დროს მოასწრეს შეტყობინების გაგზავნა ფერისში, თორემ ამ სიტუაციაში არ იყვნენ დარწმუმებულნი ამას მოახერხებდნენ თუ არა.

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now