თავი 4

151 10 7
                                    

უნივერსიტეტიდამ გამოვედი თუ არა, მაშინვე ნიკო დამხვდა თავისი მოტოციკლეტით.
-აბა, როგორი იყო?-მკითხა
-როგორც ყოველთვის
-სახლში მიდიხარ?
-სხვაგან სად უნდა წავიდეთ?
-კაი რა გჭირს, სიმონ...ისედაც მთელი თვე სახლში აგდიხარ, წამოი ცოტა გავისეირნოთ.
ჩაფხუტი ხელებში შემომაჩეჩა. მოტოს შემოვაჯექი, ხელები ქურთუკის ქვეშ, წელზე შემოვუხვიე.
გზაში დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით, თბილისი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. მოტო გააჩერა, ჩაფხუტი მოიხსნა და მეც მოვიხსენი. ფრთხილად გადავედი, რადგან ნიკო მომკლავდა მოტოს ნაკაწრიც თუ ექნებოდა.
-ეს რა ადგილია ნიკო?
-ის, რაც შენ გიყვარს.
ისიც გადმოვიდა მოტოდან. ჩაფხუტი თან წამოიღო, ამიტომ ჩემიც ხელში დავიჭირე.
-მოტოზე მხოლოდ ლიკას ვაჯენდი...
მის ხელს ფრთხილად შევეხე და გადავეხვიე. ყურში ჩავჩურჩულე: ყველაფერი კარგად იქნება, ნიკო. თვითონ მგონი ქვითინებდა.
-მომენატრა ნანა.
-ვიცი.
-მისი სუნი მენატრება, ლოყები და თვალები...ასე ძლიერ...ღმერთო...ასე ძლიერ არ უნდა შემყვარებოდა.
-დამშვიდდი, თქვენ ჩემს გამო დაშორდით, ვერ დავუშვებ რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ლიკას შევხვდები. წამო შევიდეთ.
წინ გამიძვღვა.
-რა არის?- მგონი შიგნით შესვლამდე ათასჯერ ვკითხე, მაგრამ ხმას მაინც არ მცემდა.
შიგნით შევედით თუ დავინახე ულამაზესი და კომფორტული ადგილი. საოცარი შავ-თეთრი და ნაცრისფერი ავეჯით. კედლები წიგნებით სავსე იყო.
-ეს ადგილი საიდან იცი?
-სანამ შენ ჩამიხვიდოდი, მე აქ ვცხოვრობდი, ნანა.
-წიგნებს კითხულობდი?
-არა, ეს ნათლიაჩემის კაფეა. დაბადების დღეზე ყოველთვის წიგნებს მჩუქნიდა, მეზიზღებოდა ეგ ქალი
-ძალიან საინტერესო ქალი იქნებოდა.
-კი,-თავისუფალი ადგილისკენ ხელით მანიშნა და იქ დავჯექით. -რას შეჭამ? მე ვიხდი!
-ნიკო!-გავუბრაზდი.-მამაშენი ისედაც არ გირიცხავს ფულს.
-არაუშავს. შენ სამაგიეროდ სხვა რამეს გამიმეთებ.
მან ჩაფხუტი მაგიდაზე დადო და შეკვეთის მისაცემად წავიდა.
-უკაცრავად! თუ შეიძლება, ჩაფხუტი მაგიდიდან აიღეთ.-მისაყვედურა ვიღაც ასაკოვანმა ქალმა.
-ჩემი მეგობრისაა.
-იდიოტები, მოვლენ და...-ჩაფხუტი აიღო, გადადება უნდოდა, როდესაც ამოიკითხა N.Odisharia
-ოდიშარია...-წარმოთქვა რუსული აქცენტით. შემდეგ მე შემომხედა.-თქვენ...ლიკა ბრძანდებით?
მე ლიკა? გამიკვირდა საიდან იცოდა ჯერ ლიკას ვინაობა და მე და ლიკა როგორ მიგვამსგავსა ერთმანეთს.
-არა, დალი!-ორივემ ნიკოს გავხედეთ.
-ნათლიას ეგრე ზიზღით უნდა მიმართო?-მისკენ მთლიანი ტანით შეტრიალდა, ნიკომ კი ყურადღებაც არ მიაქცია ისე დადო ნამცვარი და ყავის ფინჯნები მაგიდაზე.
-იმას თუ გავიხსენებ, დაბადების დღეზე რას მჩუქნიდი შეიძლება.
-წიგნი საუკეთესო საჩუქარია.
-არამგონია
-მაშ, აქ რატომ ხარ?
-მომენატრე.-ყალბი ღიმილით გაუღიმა.-ეს ნანაა ჩემი საუკეთესო მეგობარი ქუთაისიდან.
ქალბატონმა ხელი ჩამომართვა.
-ეს კი ჩემი ჩაფხუტია.-ხელიდან გამოაცალა.
დაძაბულობა ვიგრძენი ამიტომ ვთქვი:-სანამ ყავა გაგრილდება, მანამდე წიგნების დათვალიერება მინდა.-ავდექი. უზარმაზარ თაროებს მივადექი, სადაც ძირითადად ინგლისურენოვანი წიგნები ვიპოვე. თან ისეთებიც, რომლებიც არც კი წარმომედგინა სადმე თუ არსებობდა.
-რამეს ეძებ? ნანა?
-მაინტერესებს, ბინდის სერიები თუ გაქვთ?
-ბინდი?
-დიახ. Twilight, სტეფან მაიერის.
-უნდა გვქონდეს.
თვალები გამინათდა. ეს წიგნი წლების წინ ისე ელვისებურად გაიყიდა, რომ ტირაჟი ამოიწურა. ვფიქრობ, კიდევ უნდა გამოუშვან, რადგან კიდევ ბევრს უყვარს ამ წიგნის სერიები.
ქალი მესამე თაროსთან მივიდა. გამწარებული ჩიჩქნიდა, ცოტა კი მეუხერხულა, მაგრამ აშკარაა რომ აინტერესებდა მართლაც თუ ჰქონდა და ბოლოს იპოვა.-პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები გვაქვს...ყველა სერიაა.
ხელში მომაწოდა. სიხარულისგან ლამის ცუდად გავხდი, შემდეგ ფასებს დავხედე და მივხვდი, რომ მხოლოდ ოთხი ნაწილის ფული მქონდა. მეწყინა, რაც არ გამორჩენია მას.
-მეხუთეს ნიკოს ხათრით გაჩუქებ, იქნებ მანაც წაიკითხოს.
-მეტი არაა ჩემი მტერი...
სალაროსთან მივედი, ქალიც თან გამომყვა და მოლარეს უთხრა, რომ უფასოდ გაეტნია ჩემთვის მეხუთე წიგნი. როდესაც ფული გადავიხადე და შემოვტრიალდი ჩემ წინ ორ მეტრიანი კაცი აისვეტა. არ ვაბუქებ! ამაზე ნაკლები არ იქნებოდა, წიგნები ხელიდან გადამეყარა. მათ ასაღებად, რომ დავიხარე ისიც დაიხარა და თავისი დიდი ხელებით წიგნები ჩემზე სწრაფად აკრიფა.
წიგნები მომაწოდა და ლამის კეფა დამეჭიმა მის შემყურე, რა თქმა უნდა, ვიცანი ვინც იყო.
-ანდრია შენგელია...
-როგორც ჩანს პატარა გოგოებიც უყურებენ კალათბურთს-გამიღიმა. ღმერთო! საოცრება იყო მისი ღიმილი.
-არა, მე არ ვუყურებ...
-სამწუხაროა.-სალაროსკენ წაიწია, როდესაც მე დავამატე.
-ჩემი მეგობარი თქვენი დიდი ფანია.
-მართლა? ვინაა შენი მეგობარი?-ნიკოსკენ გავიხედე, მანაც თვალი გააყოლა და მას შეხედა.
-კალათბურთელის ტანი აქვს...საკმაოდ მაღალი და გრძელი ფეხები აქვს.
-თავად დავუძახებ.
მისკენ გავიქეცი. ჩემი ბედნიერი სახის გამო გაოცდა. ორ წუთში მეტამორფოზა განვიცადე.
-რა მოხდა ნანა?
-ანდრია შენგელი აქ არის!
-რა, სად?-თვალი მიმოავლო და შემდეგ დაინახა.-ჩემი კაი!
-მიდი გელოდება!
სიარულისას ფეხები ეკეცებოდა, მაგრამ მაინც მასთან ჩქარა მივიდა და მიესალმა...
-გამარჯობა.-ხელი ჩამოართვა ნიკომ.
-გაგიმარჯოს, რა გქვია?
-ნიკო...მეეე...თქვენი ისედაც ვიცი...ანდრია შენგელია, ამჯერად გერმანიის გუნდში, 2 მეტრი სიმათლეში.
-კარგი, ნუ აბუქებ.
-რაში?
-სიმაღლეში
-აბა რამდენი ხართ?
-არც ამდენი მინდა რომ ვიყო
-მე კიდევ თქვენი სიმაღლე მინდა რომ ვიყო...
-ყველად ის უნდა რაც სხვა აქვს ნიკო, მაგრამ ავიწყდებათ ის გამორჩეულობა რაც მათ აქვთ ბუნებირვად. ის საჩუქარი რაც ღმერთმა აჩუქა და საჩუქრის დაწუნება არ შეიძლება. 1.95 ვთვლი, რომ ვარ მაგრამ მეუბენბიან რომ 2 მეტრო ვარ
-ეგ ცუდია?
-როდესაც სამყაროსთვიდ ზედმეტად დიდი ხარ? არა
-და თუ სამყაროა თავად პატარა...
-რამდენი ხარ?
-1.85
ნიკოს გვერდით მივუდექი, ცოტა იმედი რომ მქონოდა 1.85 ბიჭისთვის შესაფერისი სიმაღლე თუ მქონდა.
-ნანა ფოტო გადაგვიღებ?
ნიკომ მისი ტელეფონი მომაწოდა. შენგელიას გვერდით დადგა და ძალიან ბევრი ფოტო გადავუღე. შენგელია ძალიან მხიარული ყოფილა, სასაცილო პოზებს იღებდა.
-არადროს დანებდე, ნორმალური სიმაღლე გაქვს კალათბურთელისთვის.-მკლავზე წამოარტყა და გამოემშვიდობა.

უცებ გამოჩნდა სხვა Where stories live. Discover now