სახლში მეორე დილით დავბრუნდი, საავადმყოფოში რეზიმ მომაკითხა. იქედან მეტროთი წამოვედით. მე, ბუნებრივია, კიდევ ანერვიულებული ვიყავი. საერთოდ მეტროში დაჯდომა არ მიყვარდა, ამიტომ ადგილი მოხუცს დავუთმე. ჩემს გვერდით მჯდომი რეზიც წამოდგა და ჩემთან ერთად ჩაეჭიდა რკინას. იყო ამ ბიჭში რაღაც ისეთი, რომელსაც კარგად დაკვირვება სჭირდება. ის მთელი სისხლითა და ხორცით ჯელტმენი იყო, რა უნდა გამჭირვებოდა ის ჩემს გვერდით რომ არ ყოფილიყო. ამ წამს მივხვდი, რომ ღმერთმა სწორ ადამიანს შემახედრა. მისი ცისფერი თვალები ისეთი წმინა იყო, რომ შეხედვაც მეშინოდა.
მოულოდნელად მეტრო გაჩერდა და ციგნები შემოვიდნენ, ახლა ძალიან დავიძაბე.
-რა მოხდა?-მკითხა. როგორც სჩანს ყველაფერი სახეზე მაწერია, ან ამდენის ამოკითხვას როგორ ახერხებს?
-ციგნების მეშინია...-დამნაშავე ბავშვივით ჩავილაპარაკე. რეზის თეთრი ტუჩები გაიპო და მთელი გულით გადაიხარხარა. სიცილისგან თავს ქვევით ჩაჰქონდა. ისეთი სიცილი ჰქონდა, გეგონებოდა იგუდებოდა.
-ეგრე ვინ იცინის? კარგი რეზი ამოისუნთქე-ამაზე უფრო მეტად აუვარდა სიცილი. მეც გადამედო
-მე, მე ვიცინი ასე...-ამომხედა, თვალი თვალში რომ გავუყარეთ ორივეს უფრო მეტად გაგვეცინა. ამ სიცილში როდის გავიდა დრო ვერც კი მივხვდი.-წასვლის დროა, ნანა-ხელზე ნაზად შემეხო, მაგრამ გავაშვებიე. ერთმანეთთან მხოლოდ ნეკა თითები გვაკავშირებდა.
-ნანა?-დასერიოზულდა.
-ერთხელ უკვე დავუშვი ეგ შეცდომა, მეტჯერ ვეღარ შეგეხები.
-მე კი მიყვარს შენთან ერთად შეცდომების დაშვება.
მთლიანად ავწითლდი.
მეტროდან გამოვედით. საბედნიეროდ, ბინა ბინას ახლოს იყო და ბევრი სიარული არ მოგვიწია. ბინაში შევედით თუ არა ლეკვები შემოგვეგებნენ. ერთ-ერთი მათგანი ხელში ავიყვანე, რეზის სახესთან მივიტინე და ავალოკიე. რეზის კი დააჟრიალა.
-ნანა, მეზიზღება ძაღლები.
ძაღლების სიძულვილი, ფაქტობრივად ჩემი შეურაცმყოფა იყო. ლეკვები ჩემი ბინის ნაწილში გავიყვანე, მისაღებში კი მდივანზე მჯდომი გუგა დამხვდა. ნიკო კი ფეხზე იდგა და აქეთ -იქით დადიოდა.
-აქ რა ხდება?-იკითხა რეზიმ. ნიკომ გამოგვხედა, გუგამაც. იმ წამწვე წამოდგა მდივნიდან და ჩემსკენ წამოვიდა. ღმერთო მგონი იცოდა! ნუ ეცოდინებოდა კიდევაც...სირცხვილისგან ვიწვოდი.
-გავიგე საავადმყოფოში იყავი, ახლა როგორ ხარ?-მკითხა.
ნიკოე გავხედე, რომ დავრწმუნებულიყავი. ნიკომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-უკეთესადაც ვყოფილვარ, აბა, აქ რატომ ხარ?
-ნიკომ დამიბარა.
ნიკოს გავხედე.
-მოსასვლელი კიდევ ბევრია.-თქვა და ტელევიზორი გათიშა, რომელიც ისედაც ამ სერიუზულ სიტუაციაში "შუა ქალაქში" იყო ჩართული.
-მოიცა, შენ რა გინდა რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს მე და ნანას შესახებ?-გაცობდა რეზი.
-რა?-გაუკვირდა გუგას და ზარის ხმა გაისმა.
-მერე მოგიყვები.-ნიკო კარების გასაღებად წავიდა. კარები როდესაც შეაღი პირველი ელიზაბეთი დაინახა, რომელსაც თმები მთლიანად ქერად შეეღება.
-ელიზაბეთ?-თავიდან ბოლომდე აათცალიერა.-ძან სექსულურად გამოიყურები. სიბნელიდან ახლა მეორე სილიუტი გამოიკვეთა ეს ლიკა იყო.
-არ მღალატობს...-ჩაილაპარაკა და შიგნით შემოვიდა, თითქოს რაინვეიზე.
-ელიზაბეთ? ლიკა?-გამიკვირდა მათი ნახვა.
-რა თქმა უნდა, მე არ მოგნატრებივარ!
-მე მომენატრე-ყურში ჩაჩურჩულა ნიკომ, მაგრამ მაინც გავიგონე.
-მოდი არაა საჭირო იაფფასიანი პორნო.-გააფრთხილა რეზიმ.
გოგოებისკენ წავედი და ორივედ ერთდროულად გადავეხვიე. ლიკას თმები შეუჭრია, ელიზაბეთს კი თმები შეუღებავს და დაუსწორებია. ორივენი ძალიან შეცვლილან.
-სტუმრებს ვგხოვ დასხედით.-განაცხადა ნიკომ.
-მგონი ეგ მე უნდს ვთქვა.-მოუჭრა რეზიმ.
ყველანი დასხდნენ. ნიკო ცდილობდა ლიკას გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ ლიკა გადაჯდა და გუგას კალთაში ჩაუჯდა. გუგას ეს კი ძალიან ეუხერხულა.
-I got power...-ჩაილაპარაკა ლიკამ.-აბა ვინ დაიწყებთ? ამდენი მანძილი თქვენს სანახავად გამოვიარე?
რეზიმ მე გამომხედა, როგორც ჩანს მე მიწევდა. წამოვდექი, იმ ადგილას დავდექი სადაც ტელევიზორი იყო, რათა ყველას კარგად დავენახე.
-ორსულად ვარ.
-რა ნიკოსგან?-გუგას კალთიდან წამოხტა ლიკა.
-არა რეზისგან.
ახლა კი გუგა წამოხტა და გინებას მოჰყვა:-ეს გაცილებით უარესია! მოგი...ან! როგორ მოხდა?
-რავიცი, როგორ გავჩნდით მე და შენ?
-ნუ მაგიჟებ რევაზ!
-მაგ სახელს ნუ მიძახი! გურამ!
-ღმერთი ეს რა საცოდავობაა...-ახითხითდა ნიკო.-მადლობა მამა, რომ ნიკოლოზი დამარქვი. ეს იყო ყველაზე სწორი საქციელი შენს ცხოვრებაში.
-გეყოს!-შეაწყვეტინა გუგამ.-ნანა, მოყოლა გააგრძელე.
-აქ გუგამ გადმომიყვანა საცხოვრებლად, რადგან მეპატრონემ მომატყუა. თანხა აიღო და რუსები შეიყვანა
-იმ ღამეს მე დავთვერი-დაამატა რეზიმ.
-რა დალიე ამდენი?-გაუცხარდა გუგა.
-მხოლოდ ერთი ჭიქა.
-ვისთან ერთად იყავი? რატომ არაფერს არ მეუბნები?
-ჩემს კურსელებთან ერთად
-ჩამოთვალე!-უღრიალა.-ერთ ჭიქააი ასე ვერ დათვრებოდა კაცი, რომ გოგო დაეორსულებინა.
-თორნიკე მაყაშვილი, ადეიშვილი, თეკლა ხეცურიანი და ნია ხურციძე
-ნია?-ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნიკომ.
-ქუთაისელი, ნია ხურციძე? ფოტო მაჩვენე-ხმა ამიკანკალდა.
-არ მაქვს.
-ინსტაზე არ გყავს? არ წერს ხოლმე? დავალებებისთვის ან რამე მსგავსი
-ეგეთ შემთხვევაში ვნახულობ, ჩვენი მეზობელია.
ნიკომ ტელეფონი აიღო და ნია ხურციძის ინსტაზე შევიდა. მისი ფოტო იპოვა და რეზის პირდაპირ სახესთან მიადო.
-ესაა?-რეზიმ ტელეფონი გამოართვა და კარგად დააკვირდა. ცოტა ხნის შემდეგ კი თქვა:-კი ეგაა.
-იცოდა მე რომ გადმოვედი...-ხმა საუბრისას უფრო დამეკარგა.
-მოგ...ან!-იღრიალა ნიკომ.
-ვინაა ეგ გოგო?-იკითხა გუგამ.
-ავთოს დაიკო, ამის გამო მოხდა ყველაფერი.