თავი 9

87 9 0
                                    

გუგამ ნიას სახლი დატოვა, დღეს ვარჯიში ჰქონდა და ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოტოვებდა. გუგა ჩოგბურთელი იყო, მართალია არც თუ ისე ცნობილი. საქართველოში ბევრმა არც იცის თუ ეს სპორტი საერთოდ აქ არსებობს.

-ბარო ბიჭები!-დიდ ხნიანი თამაშის შემდეგ რეზიმ მიაკითხა. რეზის დანახვაზე ყველა გაიფანტა, რადგან ყველა იცოდა რომ ისინი ძმები იყვნენ და კარგი ურთიერთობა არც ჰქონდათ. რეზის როგორც ყოველთვის კლასიკურად ეცვა. მთლიანად შავ შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი. არც არის გასაკვირი მისგან მხოლოდ შავების ტარება, ეს ფერი ყველაზე მეტად მოსწონდა და უხდებოდა კიდევაც. შავი ყველას უხდება.

-რას მოვესწარი...

-ნამდვილად

-აქ რა გინდა?

-შენ რა გინდოდა ნიასთან?

გუგას მოღიმარი სახე ჩამოუვარდა, ბალახზე ჩამოჯდა.

-ჩემი დასკვნები გავაკეთო...

-შენ საერთოდ ვის რა უნდა უთხრა?

-გურამ

-რევაზ

-კარგი რა, არ მოგბეზრდა

-არა,მადლობა დედას.

-რა მოხდა? რა გინდოდა ნიასთან?

-ნიამ მომწერა, უფრო სწორედ ფოტო ჩამიგდო, სადაც ლიკა და ანდრია შენგელია ერთმანეთს კოცნიდნენ

-ანდრია შენგელია?-თვალები გაუდიდდა რეზის, ეს სახელი ეცნობოდა და არა მარტო ეცნობოდა მრავალჯერ გაუგონია. შენგელიაზე ხომ მთელი საქართველო საუბრობს, ის ხომ ნიკოს საყვარელი ფეხბურთელია.-ამის დედა ვატირე!

-იასნია. 

-როგორ? რანაირად? მას ხომ ნიკო უყვარდა...

-მე რას მეკითხები ლიკა ვარ?

-გაჩუმდი! ახლა რა ვქნათ?

-დედასა და მამას როდის გააცნობ ნანას.

-მალე

-რამდენად მალე?

-არ ვიცი

-გეშინია?

-დედასი კი.

-დედა...გგონია არ გაუხარდე, რომ გაიგებს რომ ბებია ხდება

-არც ვიცი გუგა, შემეშვი.

რეზიც მასთან ერთად დაჯდა ბალახზე. 

-ტაკო დაგესვრება

-მოკეტე

-ბოლოს ეგრე რომ დაჯექი, მახსოვს რომ ჭინჭარმა დაგსუსხა

-მოკეტე გუგა!

-დედას რას ეტყვი?

-ვეტყვი, რომ ეს გოგო დავაორუსლე და მიიღოს.

-ღმერთმა ჰქნას და მამა?

-მამა გამიგებს

გუგას სიცილი აუტყდა, მისი სიცილი რეზისაც გადაედო.

-ხვალ წავიდეთ სახლში?

-ხვალ არ მცალია...

-რატომ?

-მარიტა მეფარიშვილის წლისთავია და სასაფლაოზე უნდა წავიდე.

-იცნობდი მას?

გუგამ რეზის თვალებში შეხედა, მისი თვალებიც ყველაფერს ამბობდნენ. თუ რაოდენ ეწყინა ასეთი ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი.

-ვინ არ იცნობდა. რა უცნაურია ცხოვრება, გვგონია რომ ახალგაზრდა ვართ...კლუბებში დავდივართ, დრო სოციალურ ქსელებში გაგვყვას და მერე ვამბობთ თუ რატომ გადის ეს დრო ასე მალე...თითოეული წამით ყოველთვის ახლოს ვართ სიკვდილთან

-დრო მალე არ გადის გუგა, ის ჩვეულებრივად გადის. უბრალოდ ჩვენ დასახული გვავს მიზნები და იქამდე რომ მივალთ...მერე მოვიხედებით და კი დრო მალე გასულა. გვახსენდება მომენტები როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ეს დრო კი წუთებია ჩვენს გონებაში.

-რას ბოდიალობ? რამე მოწიე?

-მე აქ ლამის სოკრატე გავხდი და ეს რას მეუბნება

-ადექი, ტაკო დაგესვარა.

გუგა წამოდგა და ხელი გაუწოდა.

-ვინ ვართ ჩვენ?-ჰკითხა გუგამ.

-ბაგრატიონები

-ჩვენმა წინაპრებმა ომს და ეპიდემიებს გაუძლო, ჩვენ ამასაც გავუძლებთ.

-ჩვენ ბაგრატიონები ვართ, ჩვენ მეფეები ვართ-ორივემ ერთად წარმოთქვეს.-ტახტის კანონიერი მემკვიდრეები.

ორივე ერთმანეთს გადაეხვივნენ.

-არასდროს მიგატოვებ რევაზ!-ჩაჩურჩულა გუგამ.


უცებ გამოჩნდა სხვა Where stories live. Discover now