თავი 8

51 5 3
                                    

გუგას დილით ნიას საუბარმა გააღვიძა, ვიღაც ტელეფონზე ესაუბრებოდა.
-დიდი მადლობა...მადლობა, რომ მომილოცეთ.
"რა აქვს მოსალოცი?"-გაიფიქრა გუგამ.
-არა, არსად წასვლას არ ვაპირებ...კი, ოცი წლის გავხვდი.
"ვახ! ჩემი!"
ნიამ ტელეფონი გათიშა და ოთახიდან გავიდა. გუგამ კარგად დააკვირდა და დაინახა, რომ ნია უკვე გამოცვლილიყო.
-სადმე მიდიხარ?
-არა, დღეს მთელი დღე სახლში უნდა ვიყო. შენ როდემდე აპირებ ჩემს სახლში და ლოგინში ყოფნას?
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არასდროს
-აეგდე! ყავას დალევ?
-კი.-იმ წამსვე წამოხდა გუგა.
-აუუ, ჩაიცვი გთხოვ
-ბოდიში.-შეტრიალდა და უცბად ამოიცვა მისი კლასიკური შარვალი. ზევით კი აპოლოს მუქი ლურჯი ზედა გადაიცვა.
ნიას კი უკვე სამზარეულოში მუსიკები ჰქონდა ჩართული. Can't stop feeling.
-I can't stop feeling-წაიმღერა მისამღერი გუგამ.
-come on, let's dance.
ორივე თან ყავას სვამდა და თან ცეკვავდნენ. ნია მის თეძოებს ლამაზად ამოძრავებდა, უნდოდა გუგა მოეხიბლა. თუმცა გუგა უკვე ისედაც დიდი ხანია მისით მოხიბლული იყო. გუგაც რიტმს აჰყვა და თვითონაც ამორავებდა თეძოებს, მაგრამ მისი ცეკვა საშინელება იყო. ნია კი დასცინოდა. გუგა გასქურასთან მივიდა, ალადი გადაბრუნა და ნიასთან ახლოს ცეკვა გააგრძელა.
მუსიკა როგორც კი დამთავრდა, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ორივე ღრმად სუნთქავდა.
ნია გუგას თვალებში შეაშტერდა. იცოდა, რომ სულ ცოტა იყო დარჩენილი ეპიკურ მომენტამდე. სწორედ ამ დროს დამწვრის სუნი ეცათ, ტაფისკენ გაიხედეს და ალადი ნახევრად დამწვარა. ამაზე ორივეს სიცილი აუტყდათ, რომ კარგა ხანი ვერ გაჩერდნენ.
-ვაი დედა...გავჩერდეთ, პრესი მეტკინა.
-არ მიდიხარ ჩოგბურთზე, თუ იმ დებილობა სპორტზე?
-დღეს ხომ შენი დაბადების დღეა...ვალდებული ვარ სადმე დაგპატიჟო.
-სულელი
ნია საძინებელში გავიდა, უნდოდა იქაურობა მიელაგებინა. ლოგინი საშინლად დასალაგებელი იყო. შემდეგ მისი კოსმეტიკის კუთხე.
-ღმერთო, რას ჰგავს?
ოთახის დალაგებაში გუგაც დაეხმარა.
-რატომ მეხმარები?
-უბრალოდ ვცილობ, რომ კარგი ვიყო
-არა! მომშორდი.-დაიყვირა ნიამ.-ვერ ვიტან ვინმე ჩემს ნივთებს რომ ეხება
-ნია? მე გუშინ შენთან ერთად ვიწექი და ამაზე მაშინ არაფერი გითქვამს
-ხოდა ახლა გეუბნები!
-მისმინე
-უბრალოდ ვხვდები, რომ მარტო კარგი არ გინდა რომ იყო...მით უმეტეს ჩემთვის
-რას სულელობ?
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს...
-მიყვარდები?
ნიამ თავი დაუქნია.
-ჩემი ერთადერთი სიყვარული ნანა იყო, ისიც კი შენ წამართვი.-გაუბრაზდა გუგა.
-მე როგორ?
-რეზის რაღაც ჩაუყარე, ამავე დროს დაათვრე და ახლა ის ჩემი ძმისგან ბავშვს ელოდება...და ეს ყველაფერი შენს გამოა! და საერთოდ ეგ როგორ იფიქრე? როგორ იფიქრე რომ მომეწონებოდი? რადგან შენი თეძოები დავინახე?
-ვაუ!
-იძახე ახლა ვაუ!
-მე კი მეგონა...
-ძალიან სულელი ხარ. მოიცა რა? შენ გევასე?
ნია გაჩუმდა, ცრემლებს ვერ იკავებდა.
-შენ საერთოდ როგორ შეგიძლია სიყვარული?
ნია მისკენ წავიდა, ძალიან მიუახლოვდა. უნდოდა თვალებში ჩაეხედა. ჩახედა, მისი სახე დაათვალიერა და ტუჩებში ეძგერა. ეს მოულოდნელი იყო გუგასთვის. სისხლი აუდუღდა, ნიამ ხელები გუგას თმებში ჩარგო და უფრო ძლიერად გააგრძელა მისი კოცნა.
-გაჩერდი...-სული მოითქვა გუგამ. ნიამ კი მისი კოცნა ლავიწებზე გააგრძელა. ზედა გახადა და ლოგინზე დააწვინა. ზედ მოექა და ახლა მიხვდა გუგა, რომ ყველაფერი რაც უთხრა მხოლოდ ტყუილი იყო და ნია ძალიან უნდოდა. უნდა მის კვლავებში ყოფილიყო და მისი სახელი ეკვნესა.
ნიამ მთელი ტანის დაკოცნას რომ შეეშვა. წამოდგა და ლოგინიდან გადავიდა. ისე გააგრძელა ყველაფერი ვითომ არც არაფერი მომხდარა.
-კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებ ტყუილს თქმას? გუგა ბაგრატიონო? სწორედ მაგის ღირსი ხარ რაც გიგექენი. ამდგარი გაქვს, მიხედე-თვალით ანიშნა და სამზარეულოში გავიდა.

უცებ გამოჩნდა სხვა Where stories live. Discover now