ორი კვირაა, რაც სკოლა დაიწყო და უკვე არდადეგები მინდა. კი, ვერთობი სკოლაში დაქალებთან, მაგრამ დავალებები და გაკვეთილები მეზარება.
გაკვეთილზე უაზროდ ვიჯექი და ფანჯრიდან ცას ვუყურებდი. ვიოლეტაც არ იყო ჩართული გაკვეთილში და რაღაცებს ხატავდა მერხზე. უცებ, გენიალური იდეა მოუვიდა და მომიბრუნდა.
-ანა, ფული გაქ?
-კი, რა არის?
-მაღაზიაში გავიდეთ, რაღაცები ვიყიდოთ და ცივ ყავას გავაკეთებ.
-კარგი, შოკოლადებიც ვიყიდოთ.
ვიოლეტას გაკეთებული ცივი ყავა სასწაულია. ძალიან მიყვარს. ზარი დაირეკა თუ არა, ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს და გავიქეცით. კიბეებზე კისრისტეხვით ჩავდიოდით. მეოთხედან პირველ სართულზე როგორ აღმოვჩნდი არ ვიცი. მაღაზიისკენ გავიქეცით და ვიყიდეთ წყალი, ერთჯერადი ჭიქები, ერთჯერადი ყავა, ნახევარი კილო შაქარი, ერთჯერადი საწრუპები და შოკოლადის ფილები. მე პერანგი გავიხადე, გავახვიეთ ეს ყველაფერი პერანგში და გავეშურეთ კლასისკენ. კლასში ასვლას არ ვჩქარობდით. უცებ, დიმიტრიმ დამირეკა.
-გისმენ.
-სად ხართ, გოგო? მალე ამოდით კლასში, დაიწყო გაკვეთილი.
-ოო, მოვდივართ.
ნაბიჯს არ ავუჩქარეთ და მშვიდად განვაგრძეთ გზა. კლასში სულ რაღაც 10 წუთი დავაგვიანეთ. თუმცა, მასწი არ დაგვხვდა კლასში. რა ხდება-მეთქი ვიკითხე. თურმე, მასწს რაღაც საქმე გამოუჩნდა და კლასში მარტო ვიყავით ბავშვები. არ იხმაუროთო მასწმა და გავიდა. მე და ვიოლეტა მშვიდად მივუჯექით ჩვენს ადგილს და დავიწყეთ ცივი ყავის მზადება. წყალი ჭიქებში ჩაასხა ვიოლეტამ და ბოთლი დაცალა. შემდეგ, ყავა და შაქარი ჩაყარა და ერთი ჭიქა წყალი დაუმატა. მთელი 10 წუთი აჯანჯღარებდა ამ ბოთლს. შემდეგ, ჭიქებში ჩაასხა და აღმოჩნდა, რომ ერთი ჭიქით ზედმეტი გვიყიდია. ის ერთი ზედმეტი ახალ კლასელს შევთავაზეთ და მანაც გამოგვართვა მადლობისმოხდით. მთელი გაკვეთილი ჭორაობაში გავატარეთ. ზაფხულის ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს და ვიცინოდით. სკოლის შემდეგ, ვიოლეტას ჩემთან წამოსვლა შევათავაზე და ისიც დამთანხმდა.
სახლში მისვლის შემდეგაც გავაგრძელეთ ჭორაობა. დიდხანს ვსაუბრობდით, სანამ სალაპარაკო თემები არ გამოგველია. უცებ, რაღაც გამახსენდა.
-გოგო, ჩვენი ახალი კლასელი, დათი, ალექსს გავს თუ მე მეჩვენება?
-რომელ ალექსს?
-ჩემ ცეკვის ჯგუფელს.
-აუ კიი, გავს რაღაცნაირად.
-მაგისი ნათესავი ხო არაა ნეტა? ერთი და იგივე გვარი კი აქვთ და არაა გამორიცხული.
-მართალი ხარ, ვკითხოთ ხვალ სკოლაში.
ამ თემიდან სხვა თემაზე გადავხტით და ასე გავაგრძელეთ თემიდან თემაზე ხტომა სანამ ოთახში დენიელი არ შემოვიდა.
-გოგოებო, ცივი ყავა გინდათ?
-აუ კიი. -ვიოლეტამ უპასუხა.
-ჰოდა, ადექით და გააკეთეთ და მეც გამიკეთეთ. -თქვა და გავიდა.
სამზარეულოში ჩავედით სამივე. თან ყავას ვსვავდით და ვსაუბრობდით. ვიოლეტას შევთავაზე, დღეს დარჩენილიყო ჩვენთან და დილას ერთად წავიდოდით სკოლაში და ისიც დამთანხმდა. მთელი საღამო ფილმებს ვუყურებდით. ღამით კი დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა ერთად. დილით ადრე ავდექით, გავემზადეთ და გავეშურეთ სკოლისკენ.
სკოლაში გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა. ერთადერთი რაც საინტერესო მოხდა იყო ის, რომ დათი გავიცანით წესიერად და შემიძლია ვთქვა დავმეგობრდით. ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა და მათზე საუბარს შევყევით. თურმე, თითქმის ყველა მაგის დეიდაშვილ-ბიძაშვილებს ვიცნობ. ნეტავ ეგ სად იყო აქამდე დაკარგული, მხოლოდ ახლახანს რომ გავიცანი. ძალიან მხიარული და ენერგიული ადამიანია. და მწარე ენაც აქვს.
YOU ARE READING
Only If You Knew...
Romanceცხოვრებაში არასოდეს იცი, როდის რა მოხდება... მოულოდნელად მომხდარი ამბები... (დაფუძნებულია რეალურ ამბავზე)