.7.

3 0 0
                                    

D: -ანა, ვიოლეტამ რამე ხომ არ გითხრა?

A: -არა, მხოლოდ დავალებაზე მომწერა წეღან და გაქრა. რაარი?

D: -არაფერი. 

A: -კარგი.

   ხუთი წუთიც არ იყო გასული, ვიოლეტასგან მესიჯი მომივიდა. სქრინი იყო. ვიოლეტამ უთხრა დათის რომ ვიცოდი მის გრძნობებზე და ისიც თქვა რომ მეც მიყვარს. მალევე მომივიდა დათის მესიჯიც.

D: -ანუ, გითხრა ვიოლეტამ და იცი.

A: -ჰოომ.

D: -ხოო, ახლა იმით მატყუებს რომ ვითომ შენც გიყვარვარ :)

A: -იქნებ არ გატყუებს.

D: -არა? არ მატყუებს?

A: -არა.

D: -მოიცა, ანუ...

A: -მეც მიყვარხარ.

D: -ღადაობ? ანა, არ მჯერა...

A: -არა, მართლა გეუბნები.

D: -აუუ, აი შენ არ იცი როგორ გამეხარდა ახლა ეს ამბავი. იცი რამდენი ვინერვიულე? აი, სახლამდე როგორი შიშით მოვედი შენ არ იცი.

A: -მეც ისეთი მოვდიოდი ცოცხალი რომ მოვაღწიე მიკვირს.

   დიდხანს ვლაპარაკობდით, სამეცადინოც დამავიწყდა ამის გადამკიდე. სანამ თვითონ არ მითხრა წადი იმეცადინეო მანამდე არ გამხსენებია რომ ხვალ სკოლაა. მეცადინეობა კი გავაგრძელე, მაგრამ უსაშველოდ იწელებოდა. ყოველ წუთას მასზე მეფიქრებოდა და ყურადღება მეფანტებოდა. რამდენიმე საათი დამჭირდა სამეცადინოდ. არადა ხვალისთვის ბევრი არაფერი გვაქვს. საუბარი ისევ გავაგრძელეთ, სანამ ძილი არ მოგვერია ორივეს. ჩაძინებამდეც მასზე ვფიქრობდი და ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. 

   არ მინდოდა ურთიერთობა არავისთან. ჩემ ყოფილთან დაშორების შემდეგ, ვთქვი რომ არ შევიყვარებდი არავის სანამ სწავლას არ დავასრულებდი. მაგრამ, ეს ბიჭი ისე მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ისე შემაყვარა თავი, რომ ვერც კი გავიაზრე. მშვენიერი რაღაცაა მოულოდნელი სიყვარული. 

Only If You Knew...Where stories live. Discover now