ხვალ ჩემი დაბადების დღეა. ძალიან მიხარია.
11:15
D: "-ანჩექს, მე თორმეტამდე ვერ გავძლებ, ზუსტად შუაღამეს რომ მოგილოცო დაბადების დღე. ჰოდა, წინასწარ გილოცავ, მრავალს დაესწარი, სულ ბედნიერი იყავი ჩემთან ერთად და ღმერთმა ჩემი გაძლება მოგცეს."
A: "-გმადლობ, ძილისგუდა."
D: "-ძილისგუდა შენ ხარ, ეე."
A: "-წადი დაიძინე, თუ იძინებ. ძილინებისა დათუნა"
D: "-წინასწარ ძილინებისა ანჩექს"
არ მეძინებოდა. დაქალები ვიცი რომ არ ამომაკითხავენ, მატილდა ქალაქში არაა, ვიოლეტას ძინავს უკვე, ნიცა კი შორს ცხოვრობს აქედან. ინსტაგრამს ვსქროლავდი, როდესაც ოთახის კარი შემომიღეს დედაჩემმა, ვიოლეტამ და მატილდამ. ტორტი ვიოლეტას ეჭირა და მღეროდნენ. მართლა არ ველოდი და ძალიან გამეხარდა მათი ნახვა.
-ანო, იცოდე კარგი სურვილი ჩაიფიქრე. -მითხრა მატილდამ. სანამ მე სურვილის ჩაფიქრება და ტორტზე სანთლის ჩაქრობა შევძელი, ლამის ჩამოდნა ის სანთლები. გადავეხვიე დაქალებს და შემდეგ სამზარეულოში ჩავედით. ყავა გავაკეთე და ტორტიც დავჭერი. ცოტა ვილაპარაკეთ და დესერტიც მივირთვით. გოგოები სახლში დაახლოებით ორის ნახევრისკენ წავიდნენ. ისინი რომ გავაცილე, ავედი ოთახში, წამოვწექი და ტელეფონზე მოსული შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემა დავიწყე. ნახევარ საათში, ინტერნეტი გავთიშე, ტელეფონი გადავდე და დავიძინე, დანარჩენს დილას ვუპასუხებთქო.
დილას, ჩემდაგასაკვირად, ადრე ადგომა არ გამჭირვებია, იმის მიუხედავად, რომ ღამით გვიან დავიძინე. მალევე ავდექი, ვისაუზმე და გავემზადე სკოლაში წასასვლელად. დიახ, შემეძლო სკოლა გამეცდინა დღეს, მაგრამ ესეების კონკურსის შედეგების გამოცხადებას და შემდეგ პრეზენტაციას უნდა დავესწრო. მასწს ვუთხარი აუცილებლად მოვალთქო. მატილდა და ვიოლეტა არ მოდიან სკოლაში. მაგრამ, ელიანა და დათი იქნებიან სკოლაში. დღეს ნერვებს გემრიელად დავაპუტავ დათის და ვერაფერს მეტყვის. სკოლაში მალევე მივედი და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე.
მთელი დღე კარგად გავერთე. დათის ნერვები დავაწიწკნე და ელიანასთანაც ბევრი ვიცინი. იმდენმა მომილოცა სკოლაში დაბადების დღე რომ რავი. სკოლის შემდეგ, ვიოლეტას გავუარე და სალონისკენ გავეშურეთ. მე სალონში დავრჩი, მას რაღაც საქმეები ჰქონდა აქვე ახლოს, ამიტომ, სანამ მე თმას ვიკეთებდი, ის საქმეებზე იყო გასული. სასწაული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ გავისწორე თმა და ოდნავ შევიჭერი. როდესაც გამოვედი სალონიდან, ვიოლეტას დავურეკე, რომ გამეგო კონკრეტულად სად იყო და მისკენ გავეშურე. მალევე წამოვედით სახლისკენ. ჩემთან ავედით და ჩაცმა დავიწყეთ. 15 წუთში მზად ვიყავით ორივე.
დედაჩემმა წამოგვიყვანა რესტორანში მე, ვიოლეტა და დენიელი. ცოტა ხანს თვითონაც დარჩა. როდესაც სტუმრები მოვიდნენ, დაგვტოვა და ჩვენი თავი დენიელს ჩააბარა. თავიდან ცოტა დავლიეთ და ვიცინეთ. შემდეგ, მუსიკები ჩართეს და ამაგდეს საცეკვაოდ. ამხელა მოცეკვავე გოგო, ცოტა "დაძალების" შემდეგ, ავდექი და ვიცეკვე მშვენივრად. ნიცაც ავაყენე საცეკვაო. ცეკვის ჯგუფიდან რამოდენიმე გოგო დავპატიჟე, რომ გვეცეკვა ერთად. მარტო ცეკვა კი კარგია, მაგრამ, როდესაც მოცეკვავე მეგობრებთან ერთად ცეკვავ, სულ სხვა მუხტია. ყველა მუსიკაზე ვიცეკვეთ რაც კი ჩართეს და ძალიან გავერთეთ.
ცეკვით რომ დავიღალეთ, პატარა მაგიდას შემოვუსხედით გარშემო ყველანი და ვლაპარაკობდით. ზოგს ეძინა და ზოგნი ვსაუბრობდით ერთად. ძალიან მიხარია ჩემთვის ძვირფასს ადამიანებს რომ ასე ერთად ვხედავ, მით უმეტეს, თუ ისინი ერთმანეთს უგებენ და პატივს ცემენ. არ მიყვარს, როდესაც ჩემ საყვარელ ადამიანებს შორის კონფლიქტია ან ერთმანეთი უბრალოდ არ მოწონთ.
არც ისე ხანმოკლე დასვენების შემდეგ, კვლავ გართობა განვაგრძეთ. ამჯერად სიმღერაზე გადავედით. წრეზე ვიდექით და ვმღეროდით მთელი გრძნობებით. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო დაბადების დღე.
როდესაც სახლში დავბრუნდი, ბედნიერი წამოვწექი საწოლზე. ენერგია აღარ მქონდა, რომ შხაპი მიმეღო. უბრალოდ საღამურები ჩავიცვი და დავიძინე.
YOU ARE READING
Only If You Knew...
Romanceცხოვრებაში არასოდეს იცი, როდის რა მოხდება... მოულოდნელად მომხდარი ამბები... (დაფუძნებულია რეალურ ამბავზე)