.6.

3 0 0
                                    

     დღეები ძალიან მხიარულად და დამღლელად გადიოდა. ყოველდღე დილას სკოლა, სახლი, დამატებითი გაკვეთილები, მეგობრებთან ცოტა ხანს გასეირნება და სახლში ამოღწევა ძლივს. ორი კვირაც და ზამთრის არდადეგები დაიწყება. რატომღაც არ მინდა დიდად ეს არდადეგები.

    დილას სკოლაში ადრე მივედი. იმდენად ადრე, რომ მხოლოდ მე და დათი ვიჯექით კლასში. დამრიგებელმა დაგვტოვა ცოტახანს, საქმე მაქვს და უჩემოდ არ მოიწყინოთო. ჩვენ, როგორც ყოველთვის დილა ერთმანეთის ნერვების მოშლით დავიწყეთ. რადგან გაკვეთილის დაწყებაამდე დრო კიდევ ნახევარი საათი იყო, მაღაზიაში გასვლა გადავწყვიტეთ. თითქმის ყოველ დილას დავდივართ და ან წვენს ვყიდულობთ ან რამე სასუსნავს. 

-ანა, შენ ქინდერი გიყვარს ხო?

-ვგიჟდები ქინდერზე.

-კარგი.

    მე სასმელების განყოფილებისკენ წავედი და დიდი კოკაკოლა და ჭიქები ვიყიდე. მაღაზიიდან როდესაც გამოვედით, დათიმ ქინდერი გამომიწოდა.

-ეს შენ გიყიდე.

-აუუ, რა საყვარელი ხარ. -გამეღიმა და ჩავეხუტე იმწამსვე. -მადლობა.

-არაფრის. -გაეღიმა ჩემს ბავშვურობაზე.

   კლასში ავედით და ჩვენს კუთვნის ადგილებს დავუბრუნდით. გაკვეთილზე, როგორც ყოველთვის, ნერვებს მაწყვიტავდა, მაგრამ, არც მე ვაკლებდი. დღეს ვიქტორინა ტარდება სკოლაში და მესამე-მეოთხე გაკვეთილი ცდება. ჩემი რამოდენიმე კლასელი იღებს მონაწილეობას და დილიდან წიგნით დადიან და მეცადინეობენ. პირველმა ორმა გაკვეთილმა მალევე გაიარა და ვიქტორინას დროც დადგა. მონაწილეები გაიყვანეს. ვისაც დასწრება სურდა ვიქტორინაზე ისინიც გავიდნენ. მე დამეზარა გასვლა და კლასში დავრჩი. დათიც დარჩა და კიდევ რამოდენიმე კლასელი. ყველა თავის სამყაროში იყო მშვიდად. მე და დათი ვლაპარაკობდით და რაღაც თემებს განვიხილავდით. როცა "მეტლიკინებოდა" ვბწკენდი და სულ დავუწითლე ხელები. მეცოდება ეს ბიჭი ჩემ ხელში.

Only If You Knew...Where stories live. Discover now