დღეს, ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გადამსვა, რადგან, მისი თქმით, მე და ვიოლეტა "ენას არ ვაჩერებდით და გაკვეთილს ვუშლიდით". დათისთან დამსვა, არ იცნობ და ბევრს ვერ ილაპარაკებო. არა, საერთოდ არ ვიცნობ დათის და სალაპარაკო თემაც არ მაქ საერთოდ მასთან. მასწავლებელმა როგორც კი დაიწყო გაკვეთილის ახსნა და თვალი მომაშორა, დათის მივუბრუნდი.
-ბიჭო, გუშინ ჩემებს ვკითხე და არ ვართ ნათესავები. მაგრამ, ვთქვათ რომ ვართ და მოგვეშვებიან.
-მაწყობს, მაგრამ, მოვიფიქროთ რანაირი ნათესავები ვართ.
-ეგ შენ მოიფიქრე.
-მარტო მე რატომ?
-აი იმიტომ.
-გცემმ.
-ვერ შეძლებ.
-აი მაგასაც ვნახავთ.
ზარის დარეკვამდე ჩუმად ვიჯექით, მაგრამ ფურცელზე ერთმანეთს რაღაცებს ვწერდით და მომენტებში სიცილს ძლივს ვიკავებდი. როდესაც დაირეკა ზარი, ჩემ ადგილს დავუბრუნდი ვიოლეტას გვერდით. დასვენებაზე დათის ველაპარაკებოდი ისევ, მისკენ მიბრუნებული ვიჯექი და რაღაცას ვუხსნიდი, ვიოლეტა კი გვერდიდან გვიყურებდა და მოულოდნელად:
-აუ, როგორ უხდებით.
-ნათესავები ვართ, ვკითხეთ გუშინ მშობლებს. -ვუპასუხე მას.
-აუუ, რა პონტია რაა. არადა, რა ლამაზი შვილები გეყოლებოდათ.
-რა შვილები გოგო, შენ ხო ნორმალური ხარ.
-აი, ორ წამ გაჩუმდით ორივე. -თქვა და ცოტახანს ჩუმად გვაკვირდებოდა. -არა, მართლა ლამაზი შვილები გეყოლებოდათ ნათესავები რომ არ იყოთ. ქერა, ჭორფლებიანი, დიდი ტუჩები, თეთრი, ზოგი ყავისფერთვალა და ზოგი ცისფერთვალება...
-არ ხარ შენ ნორმალური. -უთხრა დათიმ.
-არ იცოდი? -ისე ჰკითხა ვიოლეტამ, რომ გეგონებოდათ მართლა ფსიქიატრიულიდან გამოქცეული იყო. ამის გაგონებისას, დათიმ ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო, რომ სიცილი ამიტყდა.
YOU ARE READING
Only If You Knew...
Romanceცხოვრებაში არასოდეს იცი, როდის რა მოხდება... მოულოდნელად მომხდარი ამბები... (დაფუძნებულია რეალურ ამბავზე)