.3.

4 1 0
                                    

   დღეები მხიარულად გადიოდა, სკოლაც კი ხალისიანი გახდა მას შემდეგ რაც დათის დავუმეგობრდი. ძალიან ხალისიანი და საინტერესო ადამიანია. დილას 5 საათიდან რომ დავიწყებდით საუბარს, ღამით 11ზე ვამთავრებდით. მე, ზოგადად, დილით ყოველთვის 5-6 საათისკენ ვიღვიძებ. ცოტა ხანს სოც-ქსელებს ვქექავ და მერე ვდგები, რომ სკოლისთვის გამზადება მოვასწრო. დათიც თურმე ასე ყოფილა, ეს დამეგობრებიდან მესამე თუ მეოთხე დღეს გავიდე და მის მერე დილა უთენია პირველი ერთმანეთს ვწერთ და შემდეგ ჩვეულებრივ რუტინას მივყვებით.

   ეს ვიოლეტას რომ ვუთხარი, დაიწყო რომ მოგწონსო და მაგასაც მოწონხარო. ვერ გადავათქმევინე ვერაფრით. შეიძლება მე და დათი ნათესავები ვართ, საუბრისას ცოტა ისეთი ნაცნობები აღმოვაჩინეთ. იმედია ვართ და იქნებ შემდეგ ვიოლეტაც და სხვა დაქალებიც შემეშვან. ბიჭს ვერ დავლაპარაკებივარ ისე, რომ ის არ "მომეწონოს".

   სკოლაში იმაზე ადრე მივედი, ვიდრე ჩვეულებრივ მივდივარ ხოლმე. კლასში რომ შევედი, იქ დათი იჯდა მარტო, მასწავლებელიც არ იყო.

-დილა მშვიდობისა, ბატონო.

-ისე მესალმები, ვითომ დილის 5 საათიდან არ ვლაპარაკობდეთ.

-რა საყვარელი ხარ. -ირონიულად ვუთხარი და მის წინ, ჩემ კუთვნილ ადგილას დავჯექი.

-მერხის ქვეშ შეიხედე. -მითხრა მან და მეც დავუჯერე. იქ ორი კოლა დამხვდა. -ერთი შენ და ერთი ვიოლეტას, გუშინ დავპირდი გიყიდითქო.

-მადლობა, ძმა ხარ დათუჩ.

-არაფრის.

   მთელი გაკვეთილები ნერვებს ვაწიწკნიდით ერთმანეთს, არც ვიოლეტა აკლდება. და, ცოტა არ იყოს, მეცოდება ჩვენს ხელში. მაგრამ, არც ესაა ჩვენზე ნაკლები ნერვის ჭია.

   სახლში ძალიან დაღლილი მივედი. პირდაპირ ჩემ ოთახში ავედი და წამოვწექი, მალევე ჩამეძინა კიდეც. საღამომდე ისეთ გათიშულს მეძინა, რაკეტას რომ გადაეფრინა იმასაც ვერ გავიგებდი. როდესაც გავიღვიძე, შემდეგი დღის გაკვეთილების ცხრილს გადავავლე თვალი და მოვიმარაგე სამეცადინო წიგნები. სანამ მეცადინეობას დავიწყებდი, ტელეფონს დავხედე. არანაირი მესიჯი არ იყო მოსული. ამიტომ, მშვიდად შევუდექი მეცადინეობას. სადღაც 1 საათში დავასრულე სწავლა და დავალებები, ოთახი მივალაგე და წამოვწექი მშვიდად. ინსტაგრამი გავხსენი, მაგრამ რაღაც არ იტვირთებოდა, თურმე ინტერნეტი გათიშული მქონია. ძილის წინ ყოველთვის ვთიშავ ინტერნეტს. ინტერნეტი ჩავრთე და რამოდენიმე წამში ტელეფონმა წკაპუნი დაიწყო, აფეთქდა ლამის შეტყობინებებისგან. ვიოლეტას, დათის, დენიელის და ნიცას შეტყობინებები მოეწერათ, თანაც ძალიან ბევრი. პირველ რიგში, დენიელის მესიჯი გავხსენი. 

D: "-ანა, დღეს სახლში გვიან მოვალ და არ დამელოდო, დაიძინე და გვიანობამდე არ იყო."

A: "-კარგი."

მოკლე პასუხი გავეცი და დანარჩენ შეტყობინებებს მივუბრუნდი. ვიოლეტას მესიჯი გავხსენი.

V: "-ოეე", "ოეეე", "გძინავს ალბათ ამდენი ხანი რომ არ მპასუხობ", "გინდა ხვალ სკოლის შემდეგ სადმე წავიდეთ?" "გავისეირნოთ სადმე" "რამდენი ხანია ერთად არსად გავსულვართ" "თუ გინდა ბიჭებიც გავიყოლოთ".

A: "-მეძინა, წეღან ავდექი", "წავიდეთ, დიდი ხანია წესიერად არ გვიჭორავია. ბიჭები არ გვინდა, მარტო შენთან ერთად ყოფნა უფრო ასწორებს. ბიჭები სხვა დროს წავიყვანოთ. თან, ისეთი ამბები მაქვს მოსაყოლი..."

მალევე შევთანხმდით ხვალინდელ გეგმებზე. ამის შემდეგ, დათის მესიჯი გავხსენი.

D: "-ოეე" "აეეეე", "ანააა", "რატო არ მპასუხობბბ", "გასული ხარ საიტიდან შუადღის მერეე", "სად დაიკარგეეე", "მოკვდი???", "ცოცხალი ხარ???", "ვიოლეტას ვკითხე და მითხრა ალბათ ძინავსო", "როცა გაიღვიძებ მომწერე, რაღაც უნდა მოგიყვე", "დებილო".

A: "-მღვიძავს, გავიღვიძე", "ცოცხალი ვარ", "დებილი შენ ხარ", "გისმენ, მოყევი რა მოხდა".

რამოდენიმე წამში ნახა მან ჩემი მინაწერი და დაიყწო ამბის მოყოლა. სანამ დათიმ დაასრულა პოემის წერა, მანამდე ნიცას შეტყობინება გავხსენი. შეტყობინებას თან მოყვა ვიდეო და ფოტო მასალა, რაც ნიშნავს, რომ კარგი განსახილველი თემა ვიშოვეთ და გამოძიებაც შეიძლება დავიწყოთ ვიღაც-ვიღაცებზე.

N: "-ჩვენ რომ ვიცით იმაზე ისეთი ამბები გავიგეე", "video", "photo".

A: "-გავგიჟდები ახლა, ერთი სული მაქ შაბათი მოვიდეს, რომ ცეკვაზე მოვიდე, გნახო და განვიხილოთ ეს ამბები", "მაგისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ, აი ელისგან გამიკვირდა"

    დათის მოყოლილმა ამბავმა ცალკე ჩამაგდო შოკში, ნიცას მოყოლილმა ცალკე. რაღაც წელს ჩემ ცხოვრებას ინტერესი შეემატა. ნამეტანი ინტერესი. ასე თუ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება, მაშინ ჩემ ცხოვრებაზე წიგნის წერა უნდა დავიწყო. რადგან, ეს ყველაფერი დორამას უფრო ჰგავს ვიდრე რეალურ ცხოვრებას. 

Only If You Knew...Where stories live. Discover now