საშინლად არ მიყვარს ზამთრის სუსხი. ისედაც მცივანა ვარ და კიდევ ეს მინდა? სკოლისთვის დილას ძლივს ავდექი. ორ დღეში ზამთრის არდადეგები იწყება და ბავშვები აღარ დადიან სკოლაში. მეც არ წავიდოდი, მაგრამ ერთი ვიღაცის გამო მაინც მივდივარ. არდადეგებზე რამდენად შევძლებ მის ნახვას არ ვიცი, ამიტომ სკოლას ვიმიზეზებ მის სანახავად. სახლიდან გასვლის წინ დენიელს შევეფეთე სამზარეულოში.
-საით?
-სკოლაში, რა არის?
-რა გინდა გოგო სკოლაში, აღარავინ დადის ეს ბოლო კვირა შენ გარდა.
-ქიმიის პლაკატი დამრჩა ჩასაბარებელი. წინაზე სახლში დამრჩა და ახლა მაგის გამო მიწევს წასვლა, თორემ ნიშანი მიფუჭდება. -ვაი შე მეტყუარა, ეგ პლაკატი ორი კვირის წინ ჩავაბარე. მე კი კარგად ვიცი რატომაც მივდივარ სკოლაში, მაგრამ დენიელს ჯერ არ ვეტყვი ამას.
სკოლისკენ გავეშურე. სიცივესა და ქარში თვალები მიცრემლიანდებოდა, მაგრამ არაუშავს. ცოტაც და თბილად დავჯდები კლასსში იმ ერთ სულიერთად ერთად. კლასში რომ შევედი, ჩემდა გასაკვირად მარიამი დამხვდა იქ. ამ გოგოს დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული ვერ ვიტან. იყო მომენტები, როდესაც დამეგობრება მიცდია, მაგრამ მაინც უცვლელი რჩება მისი ხასიათი და "pick me" ქცევები. მივესალმე ზრდილობის გამო და ჩემს კუთვნილ ადგილს მივუჯექი. ცოტა ხანში, კლასში ვიოლეტა შემოვიდა.
-აუ, ანა, შემომაკვდები ერთხელაც იქნება. ბოლო კვირას სკოლაში სიარული რა არის, გიჟი ხარ გეუბნები.
-ვითომ არ იცოდე რომ აქ სწავლის გამო არ მოვსულვარ. თან შენ ხომ ჩასაბარებელი გაქვს ქიმია. სოლიდარობა გაგიწიე და მარიამთან რომ მარტო არ მჯდარიყავი დღეს, მაგიტომ მოვედი სკოლაში.
-ვაი შენს პატრონს, როგორც შენ აქ ჩემგამო მოხვედი. სად არის ის?
-გზაშია, ჩაეძინა და მალე მოვა.
-უწუწუ, ნეტა რა გეშველებათ ან ერთს, ან მეორეს, ან ორივეს ერთად.
YOU ARE READING
Only If You Knew...
Romanceცხოვრებაში არასოდეს იცი, როდის რა მოხდება... მოულოდნელად მომხდარი ამბები... (დაფუძნებულია რეალურ ამბავზე)