აუჩჩჩ, თავი🥴😭 ჯანდაბა როგორ მტკივა. საწოლზე ძლივს წამოვჯექი, რა დროსაც გუშინდელმა სცენებმა გამირბინა თვალწინ. ახხ ღმერთო, ამდენი არ უნდა დამელია.
ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი შხაპის მისაღებად, რომ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი.
მოვემზადე და გარეთ გავედი.
რაააა? ამათ აქ რა უნდათ?! თვალებს ვერ ვუჯერებ! ეს სამი გადარეული ერთმანეთზე ჩახუტებული ხალიჩაზე წევს შემოსასვლელთან და სძინავს.ეჰჰჰ, საცოდავები...
მე:-ბავშვებო, გაიღვიძეთ,-ოდნავ მაღალი ხმით ვიძახი, რადგან თავი საშინლად მტკივა და ყვირილი არ შემიძლია.მარიამმა თავი წამოყო და დანარჩენებიც გააღვიძა. ყველამ შხაპი მიიღო და იმის გამო, რომ ყველაზე ნაკლებად ნაბახუსევი მე მაწუხებდა, რადგან თურემე სახლში მოსვლისას ამათ კიდევ დალიეს სასმელი, წამლის საყიდლადაც მე გამგზავნეს, რადგან სახლში მხოლოდ ნოშპა იყო(მომიტევეთ, მხოლოდ ნოშპა და ციტრამონი ვიცი წამლებიდან, ამიტომ იყოს😅🙃)
ჩანთა, ტელეფონი, საფულე და მანქანის გასაღები ავიღე და აფთიაქისკენ ავიღე გეზი.
***
რამდენიმე სხვა წამალიც ვიყიდე და გადავწყვიტე ახლა ყავა დავლიო, ამიტომ ჩემ საყვარელ კაფეში წავედი და რიგში ჩავდექი.***
ძლივს ჩემი ჯერიც მოვიდა და როდეს უნდა მეთქვა რომელი ყავა მინდოდა, უკნიდან ვიღაც დამეჯახა.
მივბრუნდი და დავინახე მინჰო, რომელიც ბოდიშს მიხდიდა.
ამის დანახვაზე გამეცინა, ისე საყვარლად გამოიყურებოდა😄
ჰეი მოიცა რეებს ვბოდავ? საყვარელი არა ის, ვიღაც იდიოტია🙄ისიც რომ მიხვდა მე ვიყავი, მხრებში ხელი მომკიდა გვერდზე ,,გადამსვა"🤭 და მკითხა, თუ რომელ ყავას დავლევდი, მეც დაბნეულმა ვუპასუხე.
ყავა ხელში მომაჩეჩა და
მაგიდისკენ წავიდა. მე ისევ გაშეშებული მივჩერებოდი, მან რომ შემამჩნია გაიღიმა, ხელი მომკიდა და მაგიდასთან მის წინ დამსვა.
მეც უნებურად გამეღიმა ასეთი სითბოს გამოხატვის გამო ჩემ მიმართ.
YOU ARE READING
გამარჯობა პატარავ 😈
Romance,,ოცნებები ხდება", ესაა ფრაზა, რომლის დამსახურებით სესილი დადიანი, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში რაც კი სურს. ერთადერთი რამ, რაზე ფიქრიც კი არ გამოსდის ეს სიყვარულია, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც ის თავის ცხოვრების მეგზურს სრულიად შემთხვევით შეხ...