ყველაფერი შეიცვლება🔪🩸

21 4 2
                                    

Flash back:

ყუთი გავხსენი და ვხედავ,
ჩემი მშობლების სურათებს.
ასევე ყუთში რამდენიმე იარაღი, რაღაც საბუთები, კონვერტი და მათ შორის ტრადიციული დანაცაა.

ვერ ვხვდები ვის ან რატომ უნდა გამოეგზავნა ეს ჩემთვის.
სურათები და იარაღები მაგიდაზე გადმოვაწყვე, ყუთიდან საბუთები ამოვიღე და დავიწყე კითხვა.

აქ იყო საუბარი მემკვიდრეობაზე, რომელიც ნინო და ლევან დადიანებმა (მშობლებმა) მის უფროს ქალიშვილს, სესილი დადიანს დაუტოვეს და რაღაც ბიზნესს უნდა ჩავდგომოდი სათავეში.ანუ თუ ამ საბუთებს ხელს მოვაწერდი ჩემი მშობლების კომპანიის მმართველი გავხდებოდი და არა მარტო ამ კომპანიის. არადა მეგონა ჩემი მშობლებისგან მარტო სახლი დამრჩა და თურმე აქ რა ხდება.💀
აქვე იყო ჩემი მშობლების ხელმოწერაც, მათ ქვემოთ
კი სავარაუდოდ მე უნდა მომეწერა ხელი, რომ კონტრაქტის მოცემულობა ამოქმედებულიყო.
დარწმუნებული არ ვიყავი უნდა მომეწრა თუ არა, ამიტომ გვერდით გადავდე და ყუთიდან დანა ამოვიღე.
ძალიან ძვირფასს არ გავდა, თუმცა ეტყობოდა, რომ რამდენიმე საუკუნის წინ იყო დამზადებული.
ზედ რაღაც სიმბოლოები ჰქონდა ამოტვიფრული.
საბოლოოდ კონვერტი გავხსენი და დავიწყე კითხვა:

"სესილი, შვილო, შენ ხარ ძლიერი და ჭკვიანი გოგონა, ამიტომ დარწმუნებული ვარ ყველაფერს კარგად გაიაზრებ და მართებულ ნაბიჯს გადადგამ.
სინამდვილეში იმ ამბების დიდი ნაწილი, რასაც ჩვენი წარსულის შესახებ გიყვებოდით მე და დედაშენი ტყუილია და გთხოვ გვაპატიო, რომ ამდენი ხანი სიცრუეში ცხოვრობდი, თუნდაც ნუ გვაპატიებ, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ანისა და შენ საკეთილდღეოდ გავაკეთეთ ყველაფერი. გარდა ამისა, ჩვენ უბრალოდ თქვენი დაცვა გვინდოდა.
ბაბუაშენი, ანუ მამაჩემი ფლობდა ბიზნესს და ასევე მაფიაში პატარა კლანის ბოსი იყო, ის რომ გარდაიცვალა 19-ის ვიყავი და ეს ბიზნესი ავტომატურად მე გადმომიფორმეს, რადგან მას სხვა მემკვიდრე არ ჰყოლია.
დედაშენი რომ გავიცანი ერთმანეთი მალევე შეგვიყვარდა და დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაგრამ მანამდე ყველაფერი მოვუყევი ჩემი რეალური წარსულის შესახებ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და მან მითხრა, რომ არ აინტერესებდა ჩემი წარსული, უბრალოდ უნდოდა ჩემთან ერთად დარჩენილი ცხოვრების გაგრძელება. ეს ყველაფერი მის მშობლებს რომ ვუამბეთ სახლიდან გამოგვყარეს და დედაშენს უთხრეს, რომ მათთვის აღარ არსებობდა.
გავიდა დრო და ჩემი კლანი ძალიან გაძლიერდა. სხვა მცირე კლანიანი მაფიის ბოსებთან ხელშეკრულებებს ვდებდი.
ბოლოს იაკუძასთანაც გავაფორმე ხელშეკრულება. მანამდე რუსულ მაფიასთან ვთანამშრომლობდი, თუმცა ჩემი კლანის დამორჩილება უნდოდა, მე კი ჩემი მოკავშირეების დახმარებით რთულად, მაგრამ მაინც დავამარცხე და მისი კლანი მე შემოვიერთე. იაკუძამაც იმიტომ გადაწყვიტა ჩემი მოკავშირეობა, რომ ძალიან ძლიერი კლანი ჩამოვაყალიბე და ომი რომ დამეწყო მის განადგურებასაც შევძლებდი.
ჩვენი მოპირისპირეები მხოლოდ კორეული მაფიის დაყოფილი კლანები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანთან მეგობრული ურთიერთობაც კი დავამყარე.
მოკლედ, ვიმედოვნებ უარს არ იტყვი მემკვიდრეობაზე, რადგან თუ ამას კითხულობ მე და დედაშენი უკვე ცოცხლები აღარ ვართ.
სიყვარულით მამა"

ანუ მე ყოფილი მაფიის ბოსის შვილი ვარ და თუ ამ საბუთებს ხელს მოვაწერ ბნელ სამყაროში ფეხს შევდგამ?
კარგი, ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო👿
ჩემი მშობლების მკვლელს ვიპოვი და სიცოცხლეს გამოვასალმებ იმ ნაბიჭვარს!

ხელი მოვაწერე საბუთზე, ყველაფერი ყუთში ჩავაბრუნე, ჩემს ოთახში შევიტანე და საგულდაგულოდ დავმალე.

______________________________

Vote ⭐

Comment 💬

Follow ➕

🥀🥀🥀

გამარჯობა პატარავ 😈Where stories live. Discover now