სახლში რომ მოვედი არავინ დამხვდა, ამიტომ ნინის დავურეკე და გავარკვიე, რომ მოლში გავიდნენ, რადგან თურმე მოიწყინეს.
უფფფ, ნერვები მომიშალეს. აბა ტყუილად ვიწანწალე აფთიაქებში?😒
კარგი, რას ვიზამთ. გასაღები დავდე, პალტო გავიხადე და მაშინვე სამზარეულოს მივაშურე. სენდვიჩი გავიკეთე და ტელევიზორში ფილმი ჩავრთე.
კარზე ზარია. ავდექი, კარებთან მივედი, გავაღე, მაგრამ არავინ დამხვდა. მოვათვალიერე იქაურობა, მაგრამ უცნაური ვერაფერი შევამჩნიე. ვიფიქრე ბავშვები იმაიმუნებდნენ თქო, მაგრამ შიგნით რომ უნდა შევსულიყავი, მაშინღა დავინახე კარის წინ არსებული ყუთი. ყუთი ხელში ავიღე, ზედ არაფერი ეწერა.
ისევ მოვათვალიერე არემარე, შიგნით შევედი და კარები მაგრად ჩავკეტე.მისაღებ ოთახში გავედი და ყუთი მაგიდაზე დავდე. 20 წუთი ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე გოგოებს დავლოდებოდი, ამიტომ ისევ ფილმს მივუბრუნდი.
................................ფილმიც მორჩა, მაგრამ გოგონები ჯერ კიდევ არ ჩანან. ნეტავ ამდენი ხანი სად არიან. თვალები ყუთისკენ გამექცა. აუუუ ამათ ვეღარ დაველოდები.
სამზარეულოდან დანა გამოვიტანე და ყუთი გავხსენი.
თვალწინ გასულმა წლებმა გადამირბინეს. იმ წლებმა, როდესაც დედა და მამა ცოცხლები იყვნენ. სახეზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა...20 minutes later:
ეს ყუთი თურმე მე უნდა გამეხსნა ისედაც. შეიძლება ანი ჩემი დაა და მასაც აქვს უფლება ეს ყოველივე იცოდეს, მაგრამ არა. მას და გოგონებს ვერ გავხვევ ამ საქმეში.
ნივთები ყუთში დავაბრუნე და ჩემს ოთახში საგულდაგულოდ დავმალე, რომ ვერ ეპოვნათ.დივანზე ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი, თუ რა მომემოქმედებინა.
YOU ARE READING
გამარჯობა პატარავ 😈
Romance,,ოცნებები ხდება", ესაა ფრაზა, რომლის დამსახურებით სესილი დადიანი, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში რაც კი სურს. ერთადერთი რამ, რაზე ფიქრიც კი არ გამოსდის ეს სიყვარულია, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც ის თავის ცხოვრების მეგზურს სრულიად შემთხვევით შეხ...