🌟🌟🌟🌟🌟

47 4 0
                                    

სესილის POV:
კორეაში ჩამოსვლიდან მხოლოდ 6 საათი გავიდა და ამ დროის განმავლობაში რისი გაკეთება მოვასწარი? მხოლოდ და მხოლოდ ძილის😌🤌 ალბათ უკვე მიხვდით რომ ძილი ძალიან მიყვარს🥱💗
კარგი ახლა უნდა საწოლიდან ავდგე და გავერკვიო რა ხდება სამყაროში, თორემ მგონი ჩავრჩი მე-20 საუკუნეში. ოთახიდან გამოვედი და მთელი ხმით დავიყვირე.
მე:-ხალხობავ!!!!!!-ნინის ისე შეეშინდა დივნიდან გადმოვარდა, ანი ფქვილს იღებდა კარადიდან და თავზე დაეყარა. სად იყო ამდროს მარიამი? როგორც ყოველთვის ოთახში მარტო გამოკეტილი, თავის საღებავებთან ერთად.
ანი:-აუუუ, სესილიიიი!!! მოგკლავვვ!!! გამასწარიი ახლა აქედან დროზე!!!
მე:-რა იყო გოგო, კი არ მოკვდები, უბრალო ფქვილია.
ანი:-შენთვის შეიძლება, მაგრამ იცი თავი რა სიმარდით დავიბანე, მეორედ ხომ არ გავაკეთებ იგივეს?! თან თუ არ ჩამოვიბანე ესე ვერ წავალ  დანიელთან ერთად პაემანზე, თუ ჩამოვიბან ჩაცომდება...
მე:-არაუშავს,მარი ჩამოგბანს... მოიცა რაა??? ვინაა დანიელი?? შეყვარებული გაიჩინე?? თუ გყავდა და მე ახლა ვიგებ??
მარი:-ჯანდაბა სესილი, შენ ჩასვრილს მე როდემდე უნდა ვწმენდდე??-გამომძახა ოთახიდან, თუმცა მისი ნათქვამი დავაიგნორე და მთავარ სათქმელზე გადავედი
მე:-მოკლედ, ახლა ყველა შემოხვალთ სამზარეულოში და მომიყვებით ყველაფერს, რაც ჩემი არ ყოფნის დროს გადაგხდათ, გასაგებია?! არ მინდა ამ ყველაფერს გზადაგზა ვგებულობდე.

***
ყველა სამზარეულოში  ვიყავით შეკრებილი და მაგიდის გარშემო შემომსხდარი. ოთახში სიჩუმე სუფევდა, ბოლოს ამ აუტანელ სიწყნარეს ვეღარ გავუძელი და პირველმა დავიწყე ლაპარაკი.

მე:-რომელიმემ დაიწყეთ, თორემ ნერვები მეშლება,-ვთქვი წყნარად
ანი:-მოდი მე დავიწყებ. მოკლედ აქ რომ ჩამოვედით საღამოობით გასართობად დავდიოდით, ოღონდ სხვადასხვა პარკებში, კლუბი ან ბარი არ გეგონოს,-ამის თქმაზე თვალები ავატრიალე, მან კი განაგრძო,-ხოდა, იქ გავიცანი დანიელი, ძალიან კარგი ბიჭია, თავაზიანი, განათლებაც აქვს და კარგი ოჯახიც ჰყავს, გეფიცები, ვერაფერს დაუწუნებ. მოკლედ ერთ საღამოს მითხრა მომწონხარო, მის მიმართ სიმპათიები გამაჩნდა მის მიმართ, ამიტომ ვუთხარი მეც მომწონხარ თქო, მან მითხრა მაშინ შეყვარებულები ვიყოთო და დავთანხმდი... ხოდა დამეხმარეთ რააა, დღეს პაემანზე მივდივართ და გამზადებაში დამეხმარეთ
მე:-აფსუს რას მოვესწარიიი, და მითხოვდება. შენ არ ინერვიულო დაიკო, მოგამზადებთ😌💗
ანი:-დავმშვიდდი
მარი:-მე არავის ვხვდები და არც არსად დავდიოდი. ესენი ყოველდღე დაწანწალებდნენ აქეთ-იქით, მე კი სახლში ვიჯექი და ვხატავდი.
ნინი:- მე კი მალე მეჯვარე ვიქნები🙃
მე,ანი, მარი:-ვისი?!
ნინი:-ჩემი მეზობელი მიასი
მე:-გული არ გამიხეთქააა🙄
ანი:-კარგით რაა, ახლა მაგის დროა? დამეხმარეთ, მალე მომაკითხავს.
მარი:-კარგი, მოდი საქმეს მივხედოთ.

გამარჯობა პატარავ 😈Where stories live. Discover now