❣️მეორედ შეხვედრა❣️

48 3 4
                                    

სესილის POV:

უკვე ერთი კვირაა რაც კორეაში ვარ. ძალიან დამღლელია  ყოველდღე სახლში ჯდომა, ამიტომ უნდა ვუთხრა ამ ლენჩებს სადმე წავიდეთ ერთად.
მთელი კვირაა ანი დანიელთან ერთად "დაფარფატებს", ხან იქით, ხან აქეთ, მარიამი სულ ოთახში ზის, მარტო ვახშმობის დროს გამოდის, სულ ოთახში ჭამს და ან ძინავს, ან ხატავს და ან კითხულობს. ნინის გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, 6 დღე შეუსვენებლად ატარებდა ლექციებს და დროა დაისვენოს.

***
ახლა სამზარეულოში ვარ და პომიდორს ვჭრი, რომ სალათი გავაკეთო. აიშშშ, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე🤦‍♀️(წარმოიდგინეთ, რომ მასე მიირტყა).მოდი ყურადღებას მივიქცევ და ყველას მოვიტყუებ.

მე:-ააააა, ჩემი თითი-წამოვიყვირე ხმამაღლა.
მივიხედ-მოვიხედე და რას ვხედავ?
არც კი მომაქციეს ყურადღება.
ერთი აზრი მაქვს.

მე:-ეხხ, გოგოებო,თქვენთვის რაღაცის თქმა დამავიწყდა, *ისევ არ მაქცევენ ყურადღებას ეს ლაწირაკები* მოკლედ ერთი ბიჭი გავიცანი...

ანი/მარიამი/ნინი:-რაააა, შანსი არაა, მოყევი.

და ყველა ჩემ გარშემო დადგა.

მე:-დასხედით და გეტყვით,-მაგიდასთან დასხდნენ და ყურებდაცქვეტილებმა, გაფაციცებით დამიწყეს ყურება.
უეცრად სიცილი ამიტყდა.

ანი:-რა გაცინებს? მოყევი თუ ყვები რა.

მე:-მოკლედ, სინამდვილეში არავინ გამიცვნია, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ არცერთს არ გცალიათ ჩემთვის და დღეს უეჭველი ყველაფერს გადადებთ და წავალთ სადმე.

ნინი:-აუუ, კაი რაა.

მე:-რა კაი რაა?! არსად დავდივართ და ვინ უნდა გავიცნო?

მარიამი:-აუუ მოდი მაშინ დღეს კლუბში წავიდეთ

მე:-ძლივს, მისის მოწყენილობას მოუნდა გართობა,-ვთქვი და ჩავიცინე.

ნინი:-კარგი აზრია, დღეს თავისუფალი ვარ.

ანი:-ხო მეც, დანიელი თავის მშობლებთან არის წასული.

გამარჯობა პატარავ 😈Where stories live. Discover now